kids.ge logo

სარეველა

ფავორიტებში დამატება
ლეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს - კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას - ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის,
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას…
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის
ცოდვაა სწორედ
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელიქიშვილის გამზირიმელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. გზად სტუდენტობა იჩქარ...უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშო...კაცური კაცის ცხოვრებაკაცური კაცის ცხოვრება, გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, ხელახლა აიწონება, ხელახლა სუყველაფერი! მედროვის ყალბი დ...ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026