kids.ge logo

ავადმყოფი

ფავორიტებში დამატება
არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!..
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
მალ მასვე დამიწებს.

ბევრის ბრძოლით დაღალულსა
ჭირვება მოსვენება!
შემცდარია, ვინც გულს იტეხს:
წესი არის და ბუნება!

ჩვენ კი ჩვენდა თავად გეტყვით:
გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,
რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა
მომავალი ბედისწერა!

მისთვის, რომ დღეს ვეღარ გვარჩენს,
არ გვიმართებს ორგულობა!
ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ,
ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა!

დეე, მისთვის გავღარიბდეთ,
ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა:
პატისანს ღარიბს რით სჯობს
გამდიდრებული იდა?

არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს
და როდესაც გაიღვიძებს,
მოგონებს იმათ სახელს,
ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026