kids.ge logo

გაზაფხულის მაყრები

ფავორიტებში დამატება
მი−ი−პა−რე−ბა ზამ−თა−რი,
ძალ-ღონე გა−მო−ე−ლი−ა,
და თვალს ა−რი−დებს გა−ზა−ფხულს!..
რა ცუ−დი მას−პინ−ძე−ლი−ა!

კარის-კაცები თან მიჰ−ყავს:
ან−თე−ბა, სურ−დო და ხვე−ლა:
“წინ წყა−ლი, უ−კან მე−წყე−რი!..
წყალ−მა წა−ი−ღო სუყველა!”..

მის ნაცვ−ლად ვე−ლით გა−ზა−ფხულს:
ჟუ−ჟუ−ნა, მშვე−ნი−ე−რი−ა!..
ი−მი−სი ტა−ნი−სა−მო−სი
უ−ცხო და მრა−ვალ−ფე−რი−ა!

წინ მო−უძღ−ვი−ან ჩი−ტე−ბი
მაყ−რუ−ლით სა−ა−მუ−რი−თა,
ბულ−ბუ−ლი ჩან−გით დახვ−დე−ბა
და შაშ−ვი სა−ლა−მუ−რი−თა.

მერ−ცხა−ლი მა−ხა−რო−ბე−ლი
ჭიკ−ჭი−კით მო−ნა−ვარ−დე−ა
და სუნ−ნე−ლე−ბის მფრქვე−ვე−ლად
მზად ზამ−ბახ, ი−ა, ვარდი−ა.

ქვე−ყა−ნა მა−ჯას გა−იხს−ნის,
გუ−ლი და−უ−წყებს ძგე−რა−სა
და სა−ი−დუმ−ლო სი−მე−ბით
ი−წყებს ბუ−ნე−ბა ჟღე−რა−სა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026