kids.ge logo

ზღვაო, აღელდი, აღელდი!

ფავორიტებში დამატება
ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დამორჩილე!
ამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადაცილე!

მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდრობის დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზეს და მთვარესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენ შემკვრელს არემარესა.

პოტო! ნურც შენ ეკრძალვი
მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი
და სიბნელის დროს ელვასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026