kids.ge logo

სამი კნუტი

ფავორიტებში დამატება
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.

ცეტა დახტის
ალთა-ბალთას,
კან დასდევს
ბატს და ქათამს,
თვალებს ისე
ცეცებს,
ვერ გავიგეთ,
რას ეძებს...
ხან ტყეშია,
ხან - მინდორში,
ხან - ხეზე და
ხან სხვენზე.

ზანტა დარდიმანდია,
ბაფთინი ფრანტია,
რაფერზე არ ფიქრობს,
სულ დივანზე აგდია.
სე ნებივრობაში
თენებს და აღამებს.
სახლს რომ ცეცხლი გაუჩნდეს,
თვალს არ დახამხამებს.

ბუტია კი
ბუტუსურა,
დახეთ, სულმთლად
თავს გასულა!
შინარებს
გაბუტა
რაღაც მიზეზ-
მიზეზით,
შინ შემოსვლა
ღარ უნდა
და საწვიმარ მილზე
ზის...

„რას გვემდურის ნეტავ?!“ -
კითხვას ვერვინ ბედავს...
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.
ვაი, იმათ დედას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...რას უმღერიან მერცხლებიჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით, გაზაფხული გახარეთ, გული დარდით აგვევსო, ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს. მოგვენატრა ...საახალწლოჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას! ოქრო გოგო-ბიჭებო, დამიბერდით...უცნაური კითხვაერთი ფიქრი დღე და ღამე არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს: -შენ და მამას ნაადრევად თმაში თეთრი რად გერევათ? -უცნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026