kids.ge logo

სიმღერა წიგნზე

ფავორიტებში დამატება
ხეზე გალობს მგალობელი,
მზე უცინის ისა.
მთიდან წყარო მოიმღერის
დელი-ოდელისა.
ძია კომბლემ მწვანე სერზე
ცხვარი ჩამოტარა.
- ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! -
თხოვს მერცხალი პატარას.
ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ
მთები გადინადირა.
ხუთკუნჭულამ გვახარხარა
და შვლის ნუკრმა გვატირა.
წიგნის მადლით შევიყვარეთ
კაკი და ილია,
მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით,
ვსვამთ და არ დაილია.
შრიალ-შრიალ ფოთლებია,
თუ ფიფქები ფანტელა!
ფრთხილად შლიან ნინო, ბექა,
გია, თამრო, ნათელა...
მის ჯადოსნურ სილამაზეს
ერთხელ ვინც ეზირა,
ყველამ გულით შეიყვარა
წიგნი ფურცლებშრილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...ჩვენი ბაღიჩვენი ბაღი ბაღნარია, აქ სულ სიცილ-ხარხარია, მზე გვიცინის რახანია, თავს ჩიტებიც დაგვხარიან; აქეთ წყარო მოჩ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ავად გახდა ხუთიანიხუთიანი ავად გახდა, დატრიალებს თავზე ანა. დაეკარგა სნეულს მადა და ოთხიანს დაემგვანა. დასიცხულს და უჭმელს-...სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026