kids.ge logo

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ა−ი−და, ა−ი−და,
გას−ცუ−რე, ბა−ი−და,
გა−მო−დი, კე−ფა−ლო,
გა−მო−დი, სტავ−რი−და!
ა−ი−და, ა−ი−და,
მო−უს−ვი, ბა−ი−და,
დელ−ფი−ნი მო−ვარ−და,
ნე−ტა−ვი სა−ი−დან?..
სტავ−რი−დას გა−ი−ტანს,
კე−ფალ−საც გა−ი−ტანს,
ბა−დეს და ბა−ი−დას
გა−ი−ტანს ლა−ზის−ტანს.
ამ ბა−დეს დავ−ტო−ვებთ,
ტალ−ღებ−ზე ე−ფი−ნოს,
ო−ღონდ შენ მოგ−ვეშ−ვი,
კე−თი−ლო დელ−ფი−ნო.
რა მოხ−და ა−სე−თი,
ეს ზღვა რომ გა−ცა−ლე;
სულ შე−ნი არ ა−რის?
ცო−ტა ჩვენც გვა−ცა−ლე!
დღეს ა−რა გვცა−ლი−ა,
ხვალ გე−თა−მა−შე−ბით,
დი−ლი−დან ვთევ−ზა−ობთ
სარ−ფე−ლი ბავშ−ვე−ბი.
დღეს თევ−ზის ნა−სა−ხიც
არ გაგ−ვი−ყი−დი−ა,
გვა−ცა−ლე, გავ−ყი−დით
სტავ−რი−დას, მი−დი−ას.
ტალ−ღე−ბი მო−დი−ან,
ტალ−ღე−ბი მო−დი−ან,
შენ სხვა−გან ი−თევ−ზე,
შა−ვი ზღვა დი−დი−ა.
მობ−რუნ−დი, ბა−ი−და,
მზე ზღვა−ში ჩა−ვი−და.
დელ−ფი−ნი წა−ვი−და,
ა−ი−და, ა−ი−და!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარადავარადა, ბიჭო, ვარადა, უკვე აღარ ვარ ავადა, დედიკომ ძალით შემასვა წამლები მთელი კარადა. კენჭივით ბიჭი ვიზრ...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...ჩოჩორიბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით, დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი. რომ ვიტირე, დედიკომ დამაწიწკ...გუგულის საყვედურიჩიტებში რომ მაქიაქებთ, მთათხავთ, ტალახს მესვრით, ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე ჩემზე უკეთესი?.. სხვა რომელი ჩი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026