kids.ge logo

ვაშლი

ფავორიტებში დამატება
ფოთლებში გამოუყვი
თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს.
ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი,
და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს.

ამბობს: „ნეტავი ეს ვაშლი
თავისით ჩამოვარდესო!
სე მომეცეს სიკეთე,
როგორც ის გამეხარდესო!“

ამ დროს გრიგალმა დაჰბერა,
ხე შეარხია შრილით;
კუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ბზრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
ავსილმა სიხარულითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026