kids.ge logo

მახეში გაბმული ჩიტი

ფავორიტებში დამატება
ბავშვები:

გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ!
ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ,
დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?

ჩიტი:

ნეტავი რისთვის გინდივართ,
ბავშვებო, გენაცვალებით?
გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე,
რას გამორჩებით წვალებით?

ბავშვები:

ვერ შეგელევით, მალხაზო,
გაცდენთ ყოველ გასაჭირს;
სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ
მაგ პაწაწინა ყელს და პირს.

ჩიტი:

რად მინდა თქვენი შაქარი?
არ მიყვარს, ჩემთვის მწარია,
მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევრი საკენკარია.

ბავშვები:

ტრიალს მინდორში, საწყალო,
გაგყინავს ცივი ზამთარი,
და აქ კი ოქროს გალი
შენთვის ახლავე მზად არი!

ჩიტი:

ნუ შიშობთ! გადავფრინდები
საზამთროდ თბილსა მხარესა,
ტყვებაში კი სამოთხეც
არ მინდა გულმწუხარესა!

ბავშვები:

ახ, რომ იცოდე, ჩიტუნო,
რარიგად შეგიყვარებდით?
არ მოგაწყენდით, ღმერთმანი,
ნიავს არ მოგაკარებდით.

ჩიტი:

ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა,
შეფერვით უეჭველია;
მაგრამ ეგ თქვენი ალერსი,
რა ვქნა, რომ მავნებელია?

გალია ჩემთვის ციხეა,
ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ;
ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ
და თქვენვე გული დაგწყდებათ.

* * *

გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა
აწ მოგომართოს ხელიო!
გაფრინდი, გადარე
ჭიკჭიკით მთა და ველიო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026