kids.ge logo

დალი და მანანა

ფავორიტებში დამატება
ძი−ლის წინ ციცქ−ნა მა−ნა−ნამ,
ჰკი−თხა უფ−როს დას და−ლის,
სულ−მო−უთქ−მე−ლად ტი−ტი−ნებს,
ის ფუშ−ფუ−შე−ლა ქა−ლი.

ნელ ნე−ლა რომ და−ზო−ზი−ნებს,
კუს სახლ−ში არ ეჩ−ქა−რე−ბა?
ნუ−თუ შვი−ლე−ბი ა−რა ჰყავს,
მათ−თან არ მი−ე−ხა−რე−ბა?

ზურგ−ზე რომ ად−გას ფა−რი−ა?
საბრ−ძო−ლოდ მი−დის ნე−ტავ?
მაშ ჯო−ხით რო−ცა შე−ვე−ხე,
ფარ−ში რად ჩა−ი−კე−ტა?

ვარ−დი წი−თე−ლი რად ა−რის?
მწვა−ნე−ა ბა−ლახ ხე−ცა,
რა−ი−მე და−ა−შა−ვა და
ა−სე ძა−ლი−ან შერ−ცხვა?

ვი−რი რა−ღა−ზედ ყრო−ყი−ნებს,
რად აქვს ყუ−რე−ბი გრძე−ლი?
მი−თხა−რი გო−ჭებს რას ერ−ჩის,
ის ღორ−მუ−ცე−ლა მგე−ლი?

ზღარ−ბებს ე−კა−ლი რად ჰცმი−ათ,
ა−რა აქვთ რბი−ლი სა−მო−სი?
თუ ფუ−ლი გა−მო−ე−ლი−ათ,
მივ−ცეთ პე−რან−გი თამ−რო−სი.

გუ−შინ, ზღვი−დან რომ დაბ−რუნ−და,
ზან−გი რად გახ−და გუ−ჯა?
მართ−ლა იმ მზი−სა ბრა−ლი−ა,
ა−სე რომ გა−ი−რუ−ჯა?

მთვა−რე რად და−დის ცა−ზე და
რად დას−დევს ვარსკვ−ლავთ ჯა−რი?
წვი−მის დროს ზე−მოთ ვინ სტი−რის,
და რას გვი−ამ−ბობს ქა−რი?

ღა−მით ტყე−ში რომ ბუ ჰკი−ვის,
რა მო−უ−ვი−და მი−თხარ?
მა−ნა−ნა კვლა−ვაც ტი−ტი−ნებს,
აქვს უ−ამ−რა−ვი კი−თხვა.

მი−თხა−რი ჩე−მო და−ლი−კო,
მი−წა−ში რად დევს ქვევ−რი?
და−ლი კი დას ე−უბ−ნე−ბა,-
უნ−და ის−წავ−ლო ბევ−რი,

ეხ−ლა რომ მრა−ვალ ნა−ი−რი,
შენ შე−კი−თხვე−ბი გა−წუ−ხებს,
ყვე−ლა კი−თხვაზე წიგ−ნე−ბი,
გაგ−ცე−მენ მარ−თალ პა−სუ−ხებს.

-დას დააფა−რა სა−ბა−ნი,
ნა−ნას უმ−ღე−რის და−ლი,
ცნო−ბის−მოყ−ვა−რემ მი−ლუ−ლა,
და−სა−ძი−ნებ−ლად თვა−ლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...საზამთრო და ნესვითვის ტოლებში გივის სურს, პოლემიკა გამართოს: “ხილს ზაფხულში მივირთმევთ და რად ვეძახით საზამთროს?” ზოგმა რა...ოპუნცია კაქტუსიყვავილნარის კუთხეში, აივანზე კატოსი, დგას უჩუმრად, ბუსხუნა, ოპუნცია კაქტუსი. იამ კაქტუსს დაუსვა, უცნაური ...ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026