kids.ge logo

ოქროს კბილი

ფავორიტებში დამატება
პირველკლასელ გვანცას,
გუშინ ადრე დილით,
საუზმის დროს მოძვრა,
თურმე წინა კბილი.

ცოტა სისხლიც რომ ნახა,
სულ წაუხდა ნირი,
დაამშვიდა ძამიკომ,
სატირლად აღერღილი.

თორნიკემ დას მიმართა,
სულ ტყულად სტირიო,
ჩვენი საბძლის თაგუნას,
გაუცვალე კბილიო.

ჩერდაკზე რომ ააგდეს,
ათქმევინა თოკომ,-
„თაგვო, ცუდი კბილი შენ,
გადმომიგდე ოქრო!“

ძმა მალულად იცინის,
და თავისთვის მღერის,
გვანცა საბძლის ძირში ზის,
და ოქროს კბილს ელის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...ეკლიანი მეგობარიტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი, მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი. დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026