kids.ge logo

ბეკეკუნას სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ბეკეკუნამ ბაღჩაში,
სულ შესანსლა ნეკერი,
გაზურთა მუცელი
და შეწყვიტა პეტელი.

ვაზის ძირში წამოწვა,
თვალიც მყისვე მილულა,
ნეკერი ესიზმრება,
თვალნათლივ მთლად ხილულად.

ფიქრობს ახლა დავნაყრდი,
თუნდ მომართვან სინითო,
ხვალისთვის შევინახავ,
ვახრამუნებ დილითო.

ძილში კარგა დრომ განვლო,
და მთვარეა მოწამე,
შიშით ზეზე წამოხტა,
თვალში უცქერის ღამე.

სიზმარიც დავიწყდა,
თავი მაღლა ასწია,
ციცქნა ზარის ჟღარუნით,
შინისაკენ გასწია.

სევ მოშიბია,
კვლავ გაბა პეტელი,
ნანობს როგორ არ ჭამა,
სიზმრად ნორჩი ნეკერი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...მეხანძრე სპილოგუდაც უკვე მობრძანდა, რომ გიამბოთ ზღაპარი, როგორ ცუდად მოიქცნენ, დათო, ზვიო, ბაქარი. ლაშქრობაზე წავიდნენ,...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026