kids.ge logo

უცოდინრობის წამალი

ფავორიტებში დამატება
დილით, მეზღაპრე გუდითა,
თურმე, ესტუმრა ბავშვებსა,
წიგნებიც მისცა ფუთითა,
და კიდეც ათამაშებსა.

მეზღაპრემ როს შემოწმა ,
როგორ სწავლობენ ანბანსა,
არ მოწონა ცოდნა და,
დასხა, უყვება ამბავსა:

- უცოდინრობა სენია,
ის ემართებათ ზარმაცებს,
ლონდრეებს,მძინართ და არა,
ბეჯითებს, ცქვიტებს,მამაცებს.

განიკურნება ადვილად,
მე ვიცი მისი წამალი:
მოსწავლე უნდა დგებოდეს,
როცა იყივლებს მამალი.

სკოლაში ყური დაუგდოს
მან მასწავლებლის საბარს,
და არა თავის მეგობრებს
ფუჭი ბასი გაბას.

წეროს და წიგნი იკითხოს,
კითხოს ბევრზე ბევრიო,
მერწმუნეთ მალე გახდება,
მეწინავეთა წევრიო.

ბავშვებმა არც კი იციან,
ცოდინრობა სენია,
მას, მხოლოდ წიგნი განკურნავს,
ადვილად მოსარჩენია.

ფუთა გახსნა და ყველანი,
დასაჩუქრა წიგნებით:
-და როცა კვლავაც გეწვევით,
წარჩინებულნი იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...„ადიდასისგან“ იმედგაცრუებაბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით. ჰკითხა:-აქ, ქვა...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „უცოდინრობის წამალი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026