kids.ge logo

„ადიდასისგან“ იმედგაცრუება

ფავორიტებში დამატება
ბა−ყა−ყი ქვა−ზე შეს−კუპ−და,
ყვე−ლა−ფერს იკ−ლებს ყი−ყი−ნით,
შე−ებ−რა−ლა და მი−ვი−და
ბე−კე−კა პეტელ-კიკინით.

ჰკითხა:-აქ, ქვა−ზე რად ზი−ხარ,
რად სტი−რი, ჩე−მო გულჩ−ვი−ლო?
-ი−ცი−ან შიშ−ვე−ლი რომ ვარ,
„ადიდასს“ უნ−და ვუ−ჩივ−ლო.

მეც მსურს ამ ფირ−მის მარ−კე−ბით
მო−ქარ−გუ−ლი და მორ−თუ−ლი
ბო−ტა−სე−ბი და წინ−დე−ბი,
მინ−და პი−ჯა−კიც სპორ−ტუ−ლი.

ვერც ფეხ−საც−მე−ლი მო−მარ−გეს,
მა−ხინ−ჯი გაქვ−სო თა−თე−ბი,
ბევ−რი მა−ზო−მეს და ბო−ლოს
შექმ−ნეს ა−ხა−ლი თარ−გე−ბი.

ვე−ლი და ვტი−რი ბედ−შა−ვი,
ალ−ბათ კერ−ვა არ სცოდ−ნი−ათ,
ა−ბა რად იგ−ვი−ა−ნე−ბენ,
ჩემ−თან რად ა−ღარ მო−დი−ან?

ბე−კე−კამ გა−ი−ღი−მა და
ბა−ყაყს ყურს ჩა−უ−კი−კი−ნა:
-რად გინ−და შენ „ადიდასი“,
ჩე−მო სუ−ლე−ლო ყი−ყი−ნავ?

ჭა−ობ−ში უნ−და ი−ცუ−რო,
და−გიმ−ძიმ−დე−ბა პი−ჯა−კი,
არც ფეხ−საც−მე−ლი გჭირ−დე−ბა,
ტყუ−ი−ლად, რა−ღად ი−ძა−ხი?

ბო−ტას−ში ტლა−პო ჩა−გი−ვა,
მა−ინც ჩა−იც−ვამ მათ ჯიბრ−ზე?
წყლი−დან რო−გორ−ღა ა−მოხ−ვალ?
რო−გორ იხ−ტუ−ნებ ნა−პირ−ზე?

ბა−ყაყ−მა ცრემ−ლი შე−იშ−რო,
ყი−ყი−ნიც მა−ლე შე−წყვი−ტა,
მარ−თა−ლი−ა−ო ბე−კე−კა,
მან ფიქ−რებ−ში გა−და−წყვი−ტა.

მად−ლო−ბა უძღვ−ნა მე−გო−ბარს:
-ლო−დი−ნით ტყუ−ი−ლად და−ვოს−დი,
ჩე−მი სა−მო−სიც მყოფ−ნი−სო!
მყის−ვე ის−კუ−პა ჭა−ობ−ში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგაზაფხული სურათია, თვალწარმტაცი,მომხიბვლელი, იებით და ენძელებით, გადიჭედა მინდორ ველი, ღიღილო და ვარდკაჭა...დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...დედა თბილისიგაგა ძლიერ მოხიბლა, ჩვენი დედა თბილისმა, მისთვის იქცა იმ დღიდან, თითქოს სულის თილისმად. ეს მაღალი სახლები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026