kids.ge logo

მზე, მთვარე და ღრუბელი

ფავორიტებში დამატება
მზემ გადასძახა მთვარესა:
- ვანათებ არემარესა,

შენ რის მაქნისი მყავხარო,
მთელი დღე უქმად დგახარო!

წარბი შეჭმუხნა მთვარემო,
- ღამეც ანათე ბარემო,

თუ გინდა, გეტყვი სიმართლეს,
დღე ვის სჭირდება სინათლე?

მაზე ნუ ვიკამათებთ,
ღამით სწორედ მე ვანათებ!

ეს შემოესმა ღრუბელსო,
ცრემლები ულბობს უბესო.

თქვა - არ შეგშვენით არცერთსო,
ჩხუბს რომ გამართავთ ასეთსო,

თუ გავიშლები ზეცაზე,
გაგეჯიბრებით მეც ასე,

თქვენ კი კამათს არ მორჩებით,
არცერთი არ გამოჩნდებით.

შერცხვა, სათქმელი რა ჰქონდა
და მზე მთებს მიღმა ჩაგორდა.

მთვარეც ფიქრებმა არი
და ნამგალივით გალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო სიზმარიახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...ობობარა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, - რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026