kids.ge logo

მზე, მთვარე და ღრუბელი

ფავორიტებში დამატება
მზემ გადასძახა მთვარესა:
- ვანათებ არემარესა,

შენ რის მაქნისი მყავხარო,
მთელი დღე უქმად დგახარო!

წარბი შეჭმუხნა მთვარემო,
- ღამეც ანათე ბარემო,

თუ გინდა, გეტყვი სიმართლეს,
დღე ვის სჭირდება სინათლე?

მაზე ნუ ვიკამათებთ,
ღამით სწორედ მე ვანათებ!

ეს შემოესმა ღრუბელსო,
ცრემლები ულბობს უბესო.

თქვა - არ შეგშვენით არცერთსო,
ჩხუბს რომ გამართავთ ასეთსო,

თუ გავიშლები ზეცაზე,
გაგეჯიბრებით მეც ასე,

თქვენ კი კამათს არ მორჩებით,
არცერთი არ გამოჩნდებით.

შერცხვა, სათქმელი რა ჰქონდა
და მზე მთებს მიღმა ჩაგორდა.

მთვარეც ფიქრებმა არი
და ნამგალივით გალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სახლიჩიტს ბუდე აქვს, დათვს – ბუნაგი, ციყვს – ფუღურო, თაგვს კი სორო. ყველა თავის ბინას აგებს, ყველა...ანას გასაჭირითუკი დამაცემინა, დედა მაწვდის მაშინვე თერმომეტრს და იძახის: - შენი ფერი მაშინებს! გამიზომავს სიცხეს და ის...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...მათეს გოგრავერ უყურებთ მათესა? ბაღში გოგრა დათესა, განა დიდხანს უცადა - გაიზარდა უცბად და მთელი უბნის სამყოფი გამოის...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026