ერთ დროს არსებოდა ქალაქი, სადაც გამუდმებით წვიმდა. წვიმდა დღისითა და ღამით, უქაროში და ქარიანში, თითქოს წვიმას ცა დაეტოვებინდა და ფეხშიშველა ჩამოსულიყო ქუჩა-ქუჩა სახეტიალოდ. ადამიანებს წვიმის დანახვაზე ხასიათი უფუჭდებოდათ და მოწყენილნი გაჰყურებდნენ ცაზე ავად მომზირალ ღრუბლებს, მერე კი ქოლგით ხელში გამოდიოდნენ სახლებიდან და სველ ასფალტს თავჩარგულნი მიუყვებოდნენ.
გადიოდა დღეები და მზე არ ჩანდა და გაბრაზებულებს აღარაფერი ამხიარულებდათ. თითქოს სიხარული მზეს გაჰყვა ცის დასალიერში და სევდა-ნაღველმა დაისაკუთრა მისი ადგილი, ამიტომაც ვერავინ ხედავდა ირგვლივ რა ხდებოდა. ვერც იმ დღეს კუთხეში საცოდავად ატუზული პატარა ლეკვი შეამჩნიეს. რომელიც ბანალგაწუწული და ყურებჩამოყრილი იდგა წვიმისაგან დამბალ კარდონის ყუთთან, ერთადერთ, უკანასკნელ თავშესაფართან და ჭუჭყიან თათებს მოწყენილი დაჰყურებდა. პატარა ლეკვს ღვარივით სდიოდა ცრემლი თვალთაგან, მაგრამ ცრემლი არ ჩანდა იმიტომ რომ წვიმის ფერს შერეოდა.
ქუჩაში კაცი გამოჩნდა, რომელიც დიდი ნაბიჯებით მოაბიჯებდა ხელში ქოლგა ატაცებული და გუბეებს ფეხს არიდებდა, ის სულაც არ ჰგავდა ამ ქალაქის მაცხოვრებელს, სულ მუდამ უკმაყოფილო სახით, რომ დააბიჯებდნენ ვიწრო ქუჩებში და გულშემოყრილნი უმზერდნენ წვიმის უსაშველო სტუმრობას. თვალებში სულ სხვაა სხივი უკრთოდა, გასიყვარულებულიყო მისთვის გარემო.
კაცის გამომეტყველება სწორედ მაშინ შეიცვალა, როცა წამით თვალი მოკრა პატარა, სველ ლეკვს და მხოლოდ სამიოდ ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა, რომ მასთან მისულიყო, დიდხანს არც კი უფიქრია, თითქოს ეს ლეკვი აქამდე მას ელოდა, უცებ აიტაცა, ფართე ქურთუკის უბეში შეაცურა და გზა განაგრძო, მერე სულ ერთხელ ქუჩის მოსახვევთან დახედა მადლიერ ცხოველს, რომელიც უცხოს სითბოსა და მზურნველობას ისე გაუბრუებინა რომ თავი სიზმარში ეგონა. კაცს გაახსენდა, რომ სადღაც ჯიბეში ნამცხვრის ნატეხი ეგდო, ცალი ხელით მოიძია და სველ დრუნჩთან მიუტანა. ლეკვმა მაშინვე გადასანსლა და დარჩენილს ნამცეცებს მოკრძალებულად დაუწყო ლოკვა.
კაცმა ქუჩა გადაიარა და ლურჯ აივნებიან სახლთან მივიდა. ფანჯრის რაფაზე აყვავებული ჯერანები იდგნენ და გამვლელთა ყურადღებას იპყრობდნენ. ზარის ხმაზე მოხუცი ქალი გამოფრატუნდა, კარები ნახევრად გააღო და კაცს თვალებით გაუღიმა.
სახლი, სადაც ჯოი ხშირად სტუმრობდა, ერთდროულად სიხარულსა და სევდას იპყრობდა მასში. სევდა მაშინ მოაწვებოდა, როცა ერთედერთ, საბრალო დაიოკოს იხსენებდა. სიხარულის წყარო კი ლილიტა იყო, პატარა გოგონა. რომელიც იმ საზარელ ავტოკატასტორფას გადაურჩა. ახლა კი, ასე უმწო გამხდარიყო მისი სიცოცხლე, მის მერე კი წლები გავიდა, მაგრამ პატარამ ვერა და ვერ შეძლო გამოჯანმრთელება, უამრავი მცდელობის მიუხედავად ლილიტა ინვადილის ეტლს მიეჯაჭვა, ერთადერთი სასწაულის იმედიღა დაუტოვეს ექიმებმა ოჯახის წევრებს, ჯოისა და ბებია დინას.
სახლში ფორთოხლის ნამცხვრის სურნელი ტრიალებდა, ასე რომ უყვარდა ჯოის, დივანზე ლამაზი ფერადბაფთებიანი გოგონა იჯდა რომელსაც ეტყობოდა, რომ სტურმის მოსვლამ გაამხირულა. კაცმა სველი ქურთული გაიხადა და პატარა ლეკვით ხელში ოთახში შევიდა და ცოტა არ იყოს შეშინებული ცხოველი გოგონას ფეხებთან ჩამოსვა. ლილიტა აგერ უკვე რამდენიმე წელია ღამღამობით საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა, ეს მაშინ როცა მთვარე ფანჯრებს მოადგებოდა და დიდი მოქცევის პერიოდი დაიწყებოდა, ამიტომაც, ლილიტას არ უყვარდა მთვარე და ღამე. ლილიტას მხოლოდ ჯოი უყვარდა, რომელიც ასე ანებივრებდა საყვარელ დის შვილს.
_ შენ ხომ ასე ძალიან მეხვეწებოდი ლეკვის მოყვანას თოლია!
ესეც შენი საჩუქარი.
გოგონა ღიმილმორეული დაჰყურებდა ნანატრ საჩუქარს, რომელსაც
უკვე გამშრალს თეთრი ბეწვი აშლოდა და ნეტარება მორეული ბედნიერი თვალებით შესცქრებოდა ახალ პარტონს.
_ მადლობელი ვარ ჯოი! ახლა მე მეგობარი მეყოლება და აღარ მოვიწყენ შენი არყოფნისას.
_ რა თქმა უნდა პატარა. ეხლა შენს მეგობარს სახელი შეურჩიე. მოიფიქრე რას დაარქმევ?
_ მოიცა, კარგად დავაკვირდე! ძალიან ლამაზია, თეთრი ბეწვი აქვს, წყლიანი თვალები და სევდიანი გამოხედვა. მოდი, ,,ბიანკას” დავარქმევ, სულ თეთრია და იმიტომ, ხომ მოუხდება ბიანკა ჯოი?
_ მშვენიერია, შესანიშნავი! _ დაეთანხა ჯოი
პატარა ლეკვმა თითქოს იგრძნო მასზე რომ საუბრობდნენ, გოგონას მიელაქუცა ერთი-ორჯერ შეჰყეფა და კუდის ქიცინს მოჰყვა.
_ ნეტა შენეძლოს შენთან თამაში ბიანკდა_ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბავშვმა,
_ შენ აუცილებლად შეძლებ ამას ჩემი ანგელოზო, ცოტა მოითმინე სულ ცოტაც.
_ ხო, ჯოი, მე შენი მჯერა,
_ ოხ, რა ჭუჭყიანიაა ეს პატარა არსებაა! _ შეწუხებულმა წამოიძახა ბებიამ დინამ, როცა ოთახში შემოვიდა და ჩაი და ნამცხვარი შემოიტანა, ძაღლმა იყნოსა სუნი და საცოდავად გააყოლა თვალი თეფშს.
_ გშია პატარაა? _ აი, ახლავე მოგიტანს ბებო შენს კუთვნილ ულუფას! _ უთხრა ლილიტამ.
მოხუცი სამზარეულოში გავიდა. წვნიანის ნარჩენში ხმელი პურის ნატეხები ჩაფშვნა და ლეკვს წინ დაუდგა მომცრო ჯამით. ლეკვმა სულმოუთქმელად დაუწყო თქვლეფა, იცინოდა ლილიტა და სიამოვნებდა მისი ცქერა.
_ ლილიტა ჩაი შესტავაზე ჯიოს!? _ გაახსენა ბებოამ.
_ რა თქმა უნდა, ჯოი ჩაის ხომ მირთემევ ?
_ ოო, თან ისეთი არომატი მომდის დინა შენს ნახელავს არაფერი შეედრება, _ შეაქო მოხუცი, როცა ფორთოხლის შესანიშნავი ნამცხვარი გასინჯა.
Bცოტა ხანში ბიანკა მათი ოჯახის საყვარელი წევრი გახდა, დაბანილი და გასუფთავებული ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოწყვეტდი. თეთრი ბეწვი და დიდი შავი ბრდღვიალა თვალები, თათებზე შავი ზოლით ჯიშიან ძაღლებსაც არ ჩამოუვარდებოდა. ლილიტა ბიანკას არასდროს შორდებოდა. იცის მუდამ საყვარელ გოგონას შეჰყურებდა თვალებში. რომელიც რატომღაც მის და გასაკვირად სულ ერთ ადგილს იყო მიჯაჭვული.
_ ბიანკა ჩემი თოჯინა მომიტანე!_ ეუბნებოდა გოგონა და ელოდებოდა როდის მოძებნიდა მის სათამაშო ნაჭრის ბამბოლინას. ბიანკა უმალვე გარბოდა და მოჰქონდა.
_ ბიანკა აბა იცეკვე! – ლილიტა ღიღინებდა მუსიკის ჰანგებს და ისიც კუდს აყოლებდა ბიანკას ხელის მოძრაობებს და გოგონა კი იცინოდა მის უცნაურ ძაღლურ ქიცინზე.
_ რა მშვენიერია გაზაფხული ბიანკა! _ ამოიოხრა ლიტამ, როცა ბუნებას გამოღვიძებას დაეტყო და მეგობარს სევდიანად გადახედა.
ხვალ უთუოდ გადაიღებს! _ თქვა ჯოიმ ერთ დრეს ისე დამაჯერებლად, რომ მასში ეჭვის ნატამალი არ იგრძნობოდა.
დილით ლილიტას ოთახში მზის სხივები კურდღლის ბაჭიებივით დასკუპდნენ და ფანჯაარსატან დიდი გრძელი ყურები მანამ აპანტურეს, სანამ გოგონას არ გამოეღვიძა, დაინახა როგორ ეთამაშებოდა მზე. ყური რომ მოუგდო მიხვდა, რომ აღარ წვიმდა.
ბაღი გაახსენდა, ის პატარა კოხტა ადგილი სადაც დედას მიჰყავდა ხოლმე სასირნოდ, ადრე გაზაფხულზე ალვის ხეების ღინღლები დაფარფატებდნენ ხოლმე და ლილიტას ცხვირში უღიტინებდნენ, იქვე ახლოს კაფე იყო სადაც დედა და ლიტა უგემრიელეს ნამცხვრებს ყიდულობდნენ ალუბლითა და მარწყვით შეზავებულს და გემრიელად შეექცოდნენ, მერე კი დიდხანს, დიდხანს დააბიჯებდნენ სიმწვანეში ჩაფლულ უზარმაზარი ხეების ჩრდილ ქვეშ, საიდანაც მზის ალმაცერი სხივები საქანალებივით ეშვებოდნენ.
_ გაიღვიძე ჩემო საყვარელო?_ ფრთილად შემოვიდა ბებო ოთახში.
_ ბებო ნახე რა ლამაზი მზეა. კარგი იქნებოდა ახლა ჩვენს ბაღში გასეირნება. ბიანკაც წავიყვანოთ და წავიდეთ რა._ შეეხვეწა ლილიტა ბებოს,
_ ჰავ, ჰავ, ! _ ყეფით გაეპასუხა ბიანკდა და კუდის ქიცინით საწოლთან დაუსკუპდა.
ბაღში მართლაც შესანიშნავი გარემო დახვდათ. Gაფუებული მიწა მზის სხივებზე თბებოდა. წვიმისაგან დაქანცული ხალხი გარეთ გამოსულიყო და მაცოცხლებელ სხივებს სიხარულით შესცინოდნენ.
ლილიტაც უღიმოდა ბუნებას და ოცნებებში ჩაძირული,Bბიანკა შორიახლოს დაქუცქუცებდა, ხან ბალახებში შეძვრებოდა , ხან ყვავილებზე მოფარფატე პეპლებს გაეკიდებოდა. ბებო ლურჯად შეღებილ სკამზე ჩამოჯდა და ლილიტაც თავისი ეტლით გვერდით მოისვა.
ბაღში უამრავი მოთამაშე ბავშვი ირეოდა, ატკარცალებული სახეებით,
ლოყააწითლებულნი, პატარა ბიჭები ველოსიპედებით დასეირნობდნენ,
უფრო დიდები, ლილიტასტოლები, მეგობრებთაბ ერთად მიმოდიოდნენ დიდი ხეების ჩრდილში. გოგონებს ლამაზი კაბები ეცვათ და მაღალი წვივები უჩანდათ, ერთი- ორჯერ შემოხედეს კიდეც ლიტას, რომელიც ალბათ სასაცილო თოჯინას ჰგავდა მათ თვალში. როგორ უნდოდა მათსავით ასე ლაღად ევლო ბაღში, ნეტა ვისთან ერთად მოისურვებდა ლილიტა გასეირნებას? დედა რომ ცოცხალი იყოს, მაშინ სულ სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. ახლა კი, ახლაა!.... გულში მძიმე სევდა დაეუფლა ლილიტას. ბიანკამ მიირბინა და მის მოწყენილს სახეს ცნობისმოყვარედ დააკვირდა,
_ ჰავ, ჰავ, ჰავ, ! _ თითქოს ეუბნებოდა მე აქ ვარ, რატომ მოგიწყენიაო.
_ ეჰ, შენ რა ბედნიერი ხარ ბიანკა! _ გაიფიკრა გულში გოგონამ.
უცებ ლილიტამ ამდენ ხალხში ჯოი დაინახა, ქუჩის მეორე მხრიდან გადმოდიოდა, წინ მანქანების რიგი მიდიოდა, ჯიო ბიანკამაც დაინახა,
ალბათ გაახსენდა ის დღე პირველად რომ ნახა მიტოვებული და ყველასაგან დავიწყებული. ბიანკა ყეფა-ყეფით გაიქცა ჯოისაკენ ამით თითქოს ძაღლურ სიხარულს გამოხატავდა.
_ ბიანკა გაჩერდი, ბიანკაააა! _ დაუყვირა ლილიტამ, მაგრამ ბანკას არ გაუგონია ლილიტას ხმა, ის მხოლოდ ჯოის ხედავდა. რომელიც ცდილობდა ამ მდინარესავით მომსკდარი ავტომანქენების რიგი გადმოელახა.
ველოსიპედიანმა ბიჭმა ისევ ჩაუარა ლილიტას ზარის წკრიალით და თვალთახედვიდან ლეკვიც დაეკარგა, უცებ თვალი მოკრა ქუჩის მარცხენა მხრიდან მომავალ წითელ მანქანას, რომელიც სწრაფი სიჩქარით უახლოვდებოდა გამავალ ქუჩას სადას ჯოი იდგა. იგი ვერ ხედავდა მას მხოლოდ ლილიტას და მისკენ მორბენალ ლეკვს უყურებდა. უცებ გოგონას რაღაც კადრები ამოუტივტივდა გონებაში, რომელიც სადღაც, ჰქონდა ნანახი და გაურკვეველმა ძალამ თუ შიშმა მთელ სხეულში დაუარა. _ის აღარ იქნება, მე თუ არ შევაჩერე! _ გაიფიქრა და ყვირილი დაიყო, ბებია ვერ მიხვდა რატომ ყვიროდა ლილიტა. უცებ იგი სავარძლიდან აიწია. არაფერი არ ესმოდა არც ხალხის გაოცებული სახეებს ხედავდა მხოლოდ ჯოისა და ბიანკას უყურებდა და ფიქრობდა როგორმე იქამდე მეიღწია.
_ბიძია ჯოიიიიიიი! _ ყვიროდა ლილიტა და გრძნობდა როგორ ტკიოდა ფეხები, მაგრამ მაინც არ ემორჩილებიდა ამ გაუსაძლის ტკივილს და მთელი ძალით ეყრდონოდა მათ როგორც წვეტიან ყავარჯნებს.
ჯოიმ ჯერ ბიანკა დაინახა, მერე კი მისკენ გამოქცეული სახეალეწილი ლილიტა და მიხვდა ის მოხდა რასაც დიდი ხანია ელოდნენ. მანქანამ ქარივით ჩაუქროლა მათ და ჯოის სახეში წყლის შხეფები შეასხურა. ახლაღა მოვიდა გონს. ბიანკა არავის დაუნახავს, ყველა ლილიტას შემოხვეოდა გარშემო, რომელიც შეშინებული და ბედნიერი ჯოის ფართე მხრებში მალავდა თავს.
ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა, ყველას დაავიწდა ლილიტა. საუცხოო სანახავი იყო დიდი წვიმების შემდეგ საყვარელ ქალაქში ცისარტყელის გამოჩენა, რომელიც დიდებს , პატარებს, მოხუცებსა ყველა სულდგმულს ერთნაირ სიხარულს უღვიძებდა გულში.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო