დაჩეკა დედა იხვმა ცხრა ჭუჭული და სიხარულით ცას ეწია: ექვსი თეთრი და სამი შავი. თავს ევლებოდა პატარებს, ფრთებქვეშ გამოზარდა ცივნიავმიუკარებლად. მხოლოდ ერთი აგვიანებდა. ჯერ არ ჩქარობდა მოვლინებას ამ ქვეყანაზე.
დათბა, მზიანმა ამინდებმა დაიჭირა. ეზოში გამოეფინენ ჭუჭულები, ერთ რიგად ჩამწკრივებულნი, ფერისა ასაკისა და ხასიათის მიხედვით და ყვითელი ქარვის მარცვლებით გაიფანტნენ მინდორში. დედა იხვს ყველა უყვარდა, ყველას თავს ევლებოდა, მაგრამ ის, ონავარი, ბანცალა ბუტა კი განსაკუთრებით. ხომ ძალიან აბრაზებდა დედას, ხომ ხმის ჩახლეჩამდე აყვირებდა და მაინც უყვარდა. სხვები ისეთი დამჯერენი იყვნენ, ისეთი წყნარები, მხოლოდ ეს გამოვიდა ასეთი ჯიუტი და თავნება.
ძილის წინ ბუტა დედაც თავს დაადებდა ხოლმე კინკრიხოზე და კუტ-კუტით იზინებდა.
– დეეე, ხვალ ხომ წავალთ საბანოდ იხვის ჭალაში ? –ელიტლიტებოდა ნახევრად მძინარე ხმით.
_ შენ რომ ასე მაბრაზებ, არსად არ წაგიყვან.
_ ხო და ნახავ ერთხელაც გაგეპარები და მიყარე მერე სიმინდიი.
_ შე მართლა ბანცალაა, სად უნდა წახვიდე აქ ვერ გისწავლია ჯერ სიარული, ნისკარტი ცალკე გძლევს და კურტომო ცალკე..
_აი, ნახავ შენ, რომ გაგეპარები და მერე მოგენატრები.
_ არ შეგეცოდები მერე შე, ონავარო?
_ კი შემეცოდები, მაგრამ მინდა ვიცოდე როგორ მოგენატრები?
_ გვერდიდან არ მოგიცილებ და მერე როგორ გამეპარები?
ერთ დღესაც მშვენიერი დილა გათენდა. აი ისეთი, გულსა სულს რომ უხარია და მღერის ბუნებასთან ერთად: ბალახი, ხე, ყვავილი, გორაკი თუ მინდორი იზმორებოდა და თბებოდა მზის გულზე. ჭუჭულები, რომ მინდორს შეერივნენ ბუტამ დრო იხელთა და ღობის ძირში ოსტატურად გაძვრა ისე, რომ არც გაჭირვებია. დედა იხვი ამ დროს წაქცეულ ბუთქუნას ეხმარებოდა. მხოლოდ ერთ წუთს დაავიწყვა ონავარი და ცელქი ჭუჭული.
ბუტამ თავისუფლება იგრძნო თუ არა, ფრთების ფართხუნით დაუყვა შარა-გზას.
ჰერი, ჰერი, ჰერი ჰერი,
მზესთან ერთად მეც ვიმღერი,
გულს ვიჯერებ თამაშითა
სახლში ყოფნა აღარ მინდა.
ასე მიიმღეროდა ბუტა და გზა და გზა: ყვავილებს, ფოთლებსა და ბალახს შეექცეოდა. მერე კი, ერთ უცხო მცენარეს წაატანა ნისკარტი და იცის გაციცქნა პირის ჩასატკბარუნებლად. უცებ ციდან წვიმა წამოვიდა: წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ. დაეცა რამდენიმე წვეთი ყვითელ ღინღლზე, მერე უმატა და სულ ცოტა ხანში დასხო მსხვილ მარცვლებად. ბუტა ცდილობდა დამალოდა წვიმას, მაგრამ სადაც გაიქცა ყველგან გამოედევდა იგი. ატალახდა მიწა და დადგა პატარა გუბეები. ჭყლაპ, ჭყლუპ, ჭყლაპ-ჭყლუპ _ მიაბოტებდა ახლა მუხლამდე წყალში ბუტა და დედა ახსენდებოდა, ამ დროს, როცა წვიმდა დედა ფრთებქვეშ შეიფარებდა ხოლმე პატარებს. დედა ძალიან , ძალიან მამაცი იყო და არაფრის ეშინოდა ბუტასაც, როცა ის გვერდით ეგულებოდა. იყო ასე, დედის ფრთებ ქვეშ შეყუჟული თბილად და უსმენდა წვიმის უცნაურ მუსიკას.
ამ სიარულში ერთ მაყვლის ბუჩქს მიადგა და მის ქვეშ შეძვრა. საწყალს ციოდა და აკანკალებდა. ბუჩზე წიფლის ჩიტა დაფრინდა და წივ-წივს მოჰყვა, მერე უცნაურად გადმოხედა გაქუცულ, ყვილეთ არსებას და წვრილი ხმით უთხრა:
_შენ ვინა ხარ?
_ მე, იხვის ჭუჭული ვარ, ბუტა და წვიმას ვემალები.
_ წვიმას ემალებაა ბიჭი! _ ჩაილაპაკა ნიშნისმოგებით.
_ შენი და-ძმები სად არიან,?
_ ისინი სახლში არიან დედასთან. მე კი, მეეე კი!... _ ბუტას შერცხვა ეთქვა, რომ გამოვიპარეო და რომ ვერაფერი მოიფიქრა _,,დავიკარგეო”! _ ასე განუცხადა.
_ უყურე ამას! დაკარგულა ბიჭი! _ თქვა წიფლის ჩიტამ ბოლო ააქანქარა და გაფრინდა.
_წივ-წივ, წივ– წივ!_ იხვის ჭუჭული, ბუტა, დაკარგულააა. წივ- წივ, იხვის ჭუჭული დაკარგულა!_ ამცნო მთელ საჩიტეთს ახალი ამბავი.
აღარ იცოდა ბუტას რა ექნა, სად დამალულიყო, ბუჩქის იქეთ წვიმა პურის კაკალისოდენა მარცვლებს ისროდა. ბუჩქის აქეთ კი შიში და სირცხვილი კლავდა.
მერე კი რატომღაც. ყველა წინაპარი მოაგონდა, რომლებზეს დედა ბევრს უყვებოდა, ყველა უდროოდ წასული ან გმირულად დაცემული წარმოუდგა თვალწინ, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელებს იხსნებდნენ დიდი მოწიწებით - ძერა-მელ-ქორ-ყვავ გატაცებულებს.
,,ეჰო, მეც ასე გამისხენებენო ჩემი შვილებიო” _ გაიფიქრა გულში და თვითონვე გაუკვირდა, რადგან შვილები არ ჰყავდა, არც არავინ გაიხსენებდა, ის ხომ სულ პატარა ახლად შეღინღლული იხვის ჭუჭული იყო და მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, ოღონდ, წინ რომ წასულიყო ამისათვის ჯერ უკან უნდა დაბრუნებულიყო მშობლიურ ბუდეში და მიხვდა, რომ არაფერი არ შეედრებოდა დედის ბუდეს და იმ სითბოს რასაც იქ გრძნობდა.
მოიწყინა პატარა იხვის ჭუჭულმა. სახლი და თავისი და-ძმები მოენატრა. გაიხედა და დაინახა, რომ წვიმას გადაეღო. ცაზე კი ერთი ფთილა ღრუბელიც აღარ იყო, უცებ კი მის თვალწინ ვიღაცის ჯადოსნურმა ხელმა ერთ წამში მოხაზა: წითელი, მწვანე, იისფერი, ყვითელი, ფერები და ასე ნელ-ნელა გადაიჭიმა უუულამაზესი ცისარტელა.
_ფცხხხიკ! _ მოესმა ბუტას სულ ახლოდან და გული გადაუქანდა.
_ სულ ასე ვიცი წვიმის მერე!_ ხმა ამოიდგა მრავალძარღვამ და კინკრიხოში ჩაცვენილი წვიმის წვეთები ჩამოიბერტყა.
_ ამასობაში სამყურამ წამოყო სამივე ყური _აბაა, ჰე, ხომ არაფერი გამომრჩაო და დაბნეული ჭუჭული, რომ დაინახა თვალების ხამხამს მოჰყვა,
_ გააამარრჯობა! – მიესალმა ბუტას.
_ ეგ ბუტაა იხვის ჭუჭული!_ მიახალა მრავალძარღვამ და გაიზმორა.
_ უფ, ყველაფერი შენ როგორ უნდა იცოდეე, მეტიჩჩარააა!
ბუტას უცებ ყურის ძიში სიოსავინ ნაზი ხმა ჩაესმა და იქვე, ულამაზესი ია დაინახა, რომელიც ცისფერ კაბას მორცხვად ისწროებდა და ბუტას ცრემლნარევი თვალებით უღიმოდა.
_ პატარა იხვის ჭუჭულო, უნდა იჩქარო სადაცაა დაღამდება და აქ დიდი საფრთხე გელის. Gერთ საიდუმლოს გაგიმხელ გაზაფხულის პირველ ცისარტყელას თუ ვინმე სურვილს ჩაუთქვამს აუცილებლად აუსრულდება. იჩქარეე პატაარა იჩქარეე! იჩქარეე! _ თქვა და მიიძინა.
_ ბუტამ კეთილი იის ნათქვამი კარგად გაიგონა. _,,გაზაფხულის პირველ ცისარტყელასო, თუ ვინმე სურვილს ჩაუთქვამსო” და უმალვე ხმამაღლა წამოიძახა ყველაზე სანუკვარი რას გულით ეწადა: _ნეტაავი, ახლა ჩემს საბუდარში, ჩემს დედასთან გამაჩინაო!
_ ფცხიკ!_ კიდევ ერთხელ დასტურად დაამცხიკვა მრავალძარღვამ.
ცისატყყელა მზის ანარეკლზე საუუცხოო ფერებს აელვარებდა, იდუმალი და ამოუცნობი იყო გაზაფხულის მშვენება.
ბუტას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უცნაურმა სინათლემ გამოაფხიზლა, რომელიც გამჭვირვალე კედლის მეორე მხრიდან შემოდიოდა. კედლის იქეთ კი, ისეთ სითბოს გრძნობდა, ნაცნობს, მშობლიურს, რომელიც თითქოს მუდამ თან სდევდა განუშორებლად და აქამდეც ამ უცნაურმა სინათლემ მოიყვანა. ,,დააგვიანა, უნდა გაჩნდეს”! _ თქვა ვიღაცის მღელვარე ხმამ. მერე კაკუნის ხმა გაიგონა, მერე მტვრევისა და კედელი, რომელიც ამ ხმას აშორებდა გაიბზარა და ბუტას თავზე დაემხო, ,,მშვიდობა შენს მოვლინებას პატარაა”! _ უთხრა დედა იხვმა ახლად გამოჩეკილ ჭუჭულს და ალერსიანად მოეფერა. შვილების სათვალავს კი მეათე ონავარი შეემატა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ისარგებლეთ ყურადღების გადატანით
გადაატანინეთ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვს ყურადღება, თუკი იგი დივანზე ხტება ან დას ართმევს თოჯინებს. შესთავაზეთ მას სურათის დახატვა ან მოკლე მოთხრობის ერთად წაკითხვა.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო