kids.ge logo

როგორ გადავდგა მთა?

ფავორიტებში დამატება

პატარა ვანიკოს, თუმცა რაღა პატარას , 10 გახდება საცაა - არ უყვარს კითხვა, უფრო მეტიც, არ იცის კითხვა! ასოებს კი არჩევს და ბლუყუნ-ბლუყუნით გამოთქვამს სიტყვებს, მაგრამ ეგ აბა რა კითხვის ცოდნაა როცა ტექსტის შინაარს ვერ იგებ და მხოლოდ ცალკეული ფრაზები გამახსოვრდება. მოკლედ, წიგნის დანახვაზე ელეთ-მელეთი ემართება და ცხვირს უშნოდ აიბზუებს ხოლმე. ეგრეა, რაც არ იცი არ გიყვარს... სიმართლე გითხრათ, ვერც წერა გამოსდის მაინცდამაინც გადასარევად, მე-5 კლასშია და ჯერ კიდევ ერევა ერთმანეთში შ და წ, ხანდახან ძ და ხ-ც. სურათი საგანგაშოა, მაგრამ ვანიკოს სულაც არ ადარდებს ეს ამბავი, არც დედის დარიგება ადარდებს: - შვილო, ასაკის შესაბამისი განათლების მიღება, ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, ახლა თუ არ ისწავლი წერა-კითხვას, ძალიან ჩამორჩები განვითარებით შენს ტოლებს და შემდგომში უფრო და უფრო გაგიჭირდებაო! - ოხვრა, ოხვრით ეუბნებოდა დედა, რომელიც ავად იყო და უფრო მეტი სიმკაცრის თავი არ ჰქონდა, ისედაც ძლივს იდგა ფეხზე და რამდენიმე თვეში სულმთლად ჩავარდა ლოგინად.

ვანიკოს განათლება არ ჰქონდა, მაგრამ დიდი და მცხუნვარე გული ედგა საგულეში. დედას ზდასრული ქალივით უვლიდა. არც წამლების რეცეპტების ხმამაღლა კითხვა ეზარებოდა სხვათაშორის. მათი მიღების განრიგსაც ის აკონტროლებდა იმ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც ექიმის დანიშნულება ერქვა. ამ ორომტრიალში ვანიკომ ისიც აღმოაჩინა, რომ ექიმებს მასზე ცუდი კალიგრაფია ჰქონდათ და რამე რომ არ შეშლოდა დანიშნულებები რამდენჯერმე გადაწერა და სახლის სხვადასხვა კედელზე გააკრა...

აი, ასე და ამგვარად... თუ უკვე ზდასრულ ბ-ნ ვანოს კითხავთ: როგორ გახდა წარმატებული კარდეოლოგი და როგორ შეუყვარდა კითხვა? ორივეზე ზემოხსენებულ ისტორიას მოგიყვებათ და იმასაც დააყოლებს, რომ ძვირფასი ადამინების გამო „მთების გადადგმა“ ყოფილა თურმე შესაძლებელი. მთების რა გითხრათ, მაგრამ ის „აისბერგი“ რომელიც ვანოსა და წიგნებს შორის იყო აღმართული - ნამდვილად დადნა. ასეა, რასაც კარგად ისწავლი და რაშიც გაიწაფები, მერე ის სამუდამოდ გიყვარდება.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

გაიმეორეთ რუტინა ყოველდღე

გამეორება არის წარმატების გასაღები. რაც უფრო ხშირად გაიმეორებს ბავშვი რუტინას, მით უფრო ადვილი გახდება მისთვის მისი დამახსოვრება და შესრულება.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026