kids.ge logo

გომბორელა

ფავორიტებში დამატება

VIII. სამაგიეროს გადახდა

როცა მეგობრები ბანაკში დაბრუნდნენ, თითქმის ყველას დავიწყებოდა ის არასასიამოვნო ფაქტი, თუ როგორ გადაუმალეს ტანსაცმელები ბანაკის ბავშვებმა მათ, თუმცა მხოლოდ ანი იყო ისე, რომ გაბრაზებისაგან დანა კბილს არ უხსნიდა.

გომბორელაში კი ჩვეული მხიარულება და ჟივილ-ხივილი სუფევდა.

მზე უკვე მთის კალთის უკან ჩამალვას აპირებდა და მალე საღამოს ბინდ-ბუნდს დაუთმობდა ასპარეზს ცაზე.

  ამ დროს ყველაზე ლამაზი იყო ბანაკის ეზო და ასევე ყველაზე მხიარულიც, რადგან ვახშმამდე დარჩენილ დროს, დასვენებასა და ერთმანეთთან საუბარში ატარებდნენ ხოლმე მისი წევრები.

    თუმცა ახლა, ჩვენი ნაცნობი ოთხეულის შემოსვლისას ყველა დადუმდა, განსაკუთრებით კი სიყვარულის ბანაკის ჰაეროვანი წარმომადგენლები აღელვდნენ ყველაზე მეტად. როგორც ჩანს მათ მიუძღვოდათ დიდი წვლილი ამ ვითომდა ბავშვურ ონავრობაში.

--მე ყველაფერს ვიმახსოვრებ!--ჩაიბურტყუნა ანიმ გულდაწყვეტილმა და ჩქარი ნაბიჯით გაიარა, მწვანედ ახასხასებული ბილიკი ბანაკამდე.

მეგორებიც ფეხაფეხ მიჰყვნენ მას.

ის საღამო ანიმ სულ ფიქრებში გაატარა. სარკმელთან იჯდა დიდხანს და გაჰყურებდა ეზოს,  თუმცა სახის ნაკვთების თამაშშზე ეტყობოდა, რომ ძალიან ეშმაკურ იდეებს ისახავდა და არც შევმცდარვართ.  როცა დაღამდა და  მარიამი თავის პირქუშ სახლამდე მიაცილეს, რათა შაქროსთვის მიესწრო შესვლა, უკანა გზაზე ანიმ ლილეს უთხრა:--შენ უნდა დამეხმარო დღეს!

--რა ჩაიფიქრე ანი?

--ჭკუა თუ არ ვასწავლე სიყვარულის ბანაკის ამპარტავან პრინცესებს მე ანი არ იყო!--და ისეთი ამაყი გამომეტყველებით დაიქადნა ეს სიტყვები, რომ ძნელი იყო არ დაგვეჯერებინა მისთის.

--ოჰ, როგორ არ დაგავიწყდა ეს ამბავი?!--ხელი აიქნია გაბრაზებით ლილემ და ნაბიჯს აუჩქარა.

--მე ის მიკვირს შენ რომ დაივიწყე.--უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა მან.

--ეს ხომ უბრალოდ ხუმრობა იყო?

--ბოროტი ხუმრობა!--კიდევ ერთხელ ბრაზით გაუსვა ხაზი თავის წყენას გოგონამ და ბანაკში შესვლა გადაასწრო მეგობარს.

      თუმცა ლილეს ბევრი ხვეწნა და მუდარა არ დასჭირვებია, როდესაც მეგობარმა მას განზრახვა გაანდო, ზოგჯერ ღიმილითაც კი გაებადრებოდა ხოლმე სახე და ეშმაკურად ჩაიცინებდა.

--ეჰ,სად არ მყავს ახლა ჩემი მავრა!--ამოიოხრა მოწყენით ანიმ და  სარკმელში გაიხედა.

     ეზოში ისევ ჩანდა რამოდენიმე ბავშვი, რაც გეგმის განხორციელებაში მეგობრებს ხელს უშლიდათ.

--ჩემი სახელი ახსენა ვინმემ?-- მწვანედ გაბრდღვიალებული მავრას კრუსუნი მოესმათ კარადის მხრიდან!

--მავრა, არ რას აკეთებ?!--ყიჟინით მიეჭრნენ გოგონები მონატრებულ მაქციას.

--რა გულუბრყვილო შეკითხვაა, მე ყველგან ვარ სადაც ჩემს საყვარელ გოგონესბ დავჭირდები!--გაიბღინძა მაქცია და ძლივს გამოძვრა კედელსა და კარადას შორსი გაკვეხებული.

--როგორ მოვიმატე ეს ოხერი, ჩემი გვერდები ვერსად  ვეღარ ეტევა!-- ჯინსის კომბინიზონზე აკრული მტვერი ბრაზით ჩამოიბერტყა მან და გოგონების წინ ჩვეული ხალისით გაიჯგიმა:--აბა ჩამოარაკრაკეთ!

--ისედაც გეცოდინება!--მხიარულად აიკისკისა ლილემ.

--ჰო, კარგია რომ გამოცანი... მოდი  პირდაპირ საქმეს შევუდგეთ!--და ამ სიტყვებზე მან გულისპირზე ჩამოკიდებულ დიდი ჯიბიდან, ისევ თავის საყვარელი პლანშეტი გამოაძვრინა:--ესეც ვეღარ შეცვალე რაა..   ჰო, მოიცა, რას ამბობდიით?  ხოოო, როგორ გავუმწაროთ სიცოცხლე ამპარტავან და არამკითხე მეგობრებს?--სწრაფად აკრიფა მან ეს სიტყვები გაკაშკაშებულ  ეკრანზე.

--ვაიმე კიდევ გუგლავს!--ხელებში  ეცა მას ანი და შემდეგ სიცილით დაუმატა:--რას ჰქვია გავუმწაროთ? მე ეს სულაც არ მინდა!

--აბა რას მოსთქვამ დღეს მთელი დღე?

--მე უბრალოდ მინდა, რომ   ჭკუა ვასწავლო მათ.

--კი ბატონო!--საქმიანი გამომეტყველება მიიღო მაქციამ და შემდეგ მეტისმეტად ჭკვიანური გამომეტყველებით დაუმატა:--მომწონს შენი იდეა, ოღონდ ამის განსახორციელებლად მე ყველა მათგანის ოთხახის გასაღები მჭირდება!

--ეს ხომ შენთვის ადვილია?

--არა ჩემო ლამაზო, ცოტა ხელი თქვენც უნდა გაანძრიოთ, თორემ ძალიან მოპუტკუნდით უსაქმურობით, მე კი აქ დაგელოდებით!--ანის საწოლზე არხეინად წამოწვა მაქცია და ისევ პლანშეტს დააშტერდა.

--საშიშია..

--არც ისე!  დაცვის ოთახამდე მისვლა არც ისე რთულია, თან რომ იცოდეთ ის თქვენი ბუთხუზა დაცვა როგორ   ხვრინაააავს... აააა ფხხხ.... ააა ფხხხხ...-- და მავრამ იმ კაცის გამოჯავრება სცადა, რომელსაც დაცვის ფუნქცია ჰქონდა ბანაკში, მაგრამ დღე-ღამის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, მაინც არხეინად ეძინა.

--კარგი ჰოო, შენ ეზოში დაგველოდე მაშ!

--ოჰ, წამოწოლაც არ მაცადოთ!--ბუზღუნით წამოდგა საწოლიდან მაქცია და ზანტად გაემართა კარისკენ.

     და როცა  გომბორელას ყველა წარმომადგენელს არხეინად ეძინა, გოგონებმაც გადაწყვიტეს ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა.

     ამ დროს დერეფანში გამოსვლა ნამდვილ ვაჟკაცობას უდრიდა, რადგან  ჩაბნელებულ სივრცეში კედლებზე დახატული ყველა ჯიშის ცხოველი, ფოსფორისფრად ლივლივებდა და ნამდვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაინც რა უნცაური უნდა იყო ადამიანი, რომ ასე მოუხატო კიედლები ბავშვებს, თუმცა ბევრს მოსწონს კიდეც ეს ყველაფერი და ვერაფერს იტყვი.

    ფეხაკრეფით დაიძრნენ ანი და ლილე დაცვის ოთახისკენ და ჰოი საოცრება! ეს ფუნთუშა კაცი მართლაც, რომ ყურისწამღებად ხვრინავდა, ამ ხმაში კი მათი ხმაურის გარჩევაც აღარ იქნებოდა ადვილი შესაძლებელი.

--ნამდვილად მავრას ოინებია, ალბათ ძილის წამალი თუ დაალევინა!--ჩაიციან ლილემ  როცა მის გაბერილ ღიპს ცხვირი გაუსწორა ჩამუხლული.

--არა მგონია, რად უნდა წამალი?... ისედაც ეტყობა რა უქნარა უნდა იყოს!--თქვა ანიმ და იმ დაფასთან მიჩოჩდა მუხლებზე მდგარი, სადაც ბანაშკი არსებული ყველა ოთახის გასაღები იწონებდა თავს.

--სიყვარულის ბანაკი მეორეა რიგით და ყველა ორით დაწყებული გასაღები ჩამოხსენი!--დაარიგა ლილემ მეგობარი და გარშემო მეძებარის თვალებით მიმოიხედა, აქაოდა არავინ დაგვადგეს თავზეო.

     ანიმ ფრთხილი მოძრაობით ჩამოკრიფა ყველა გასაღები და როცა ბოლო ერთეულს იღებდა. სიჩქარეში ხელიდან გაუვარდა იგი.

    გოგონებმა სუნთქვა შეიკრეს.

   ჰელიუმის ბუშტივით  გაბერილი  დარაჯი შეიშმუშნა და მხოლოდ გვერდი იცვალა სკამზე, თვალის გახელა აზრადაც კი არ მოსვლია.

    მეგობრებმა შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ მალევე შეახმათ ღიმილი სახეზე, როცა  დერეფნიდან მოულოდნელად შემოესმათ დირექტორი ზაქარას ხმა:--აქ ვინ არის? ვინ ფართხალებს მანდ?

    გოგონებს შიშისაგან ტანში ჟრუანტელმა დაუარათ და უზარმაზარი კარადის უკან აიტუზნენ სუნთქვა შეკრულნი.

    მალე კარში ზაქარას მოგრძო ცხვირი გამოჩნდა. მან თვალების ცეცებით მოავლო მზერა ჩაბნელებულ ოთახს, ცოტა ხანს დარაჯსაც შეხედა და ხელი დანანებით ჩაიქნია, შემდეგ კი რა დარწმუნდა რომ ოთახში სხვა სულიერი არავინ იყო, უკან გაბრუნდა.

    ეს ყველაფერი  თხუთმეტიოდე წამს თუ გაგრძელდა მაგრამ, მეგობრებს მოეჩვენათ რომ უკვე საუკუნე იყო რაც ამ შიშში ცხოვრობდნენ და როცა ჩათვალეს, რომ საფრთხე ჩავლილი იყო, ფრთხილი ნაბიჯებით გამოვიდნენ დაცვის ოთახიდან, მაგრამ როდესაც  სამზარეულოს ჩაუარეს, მათ გაოცებას საზღავრი არ ჰქონდა, რადაგანაც დაინახეს, რომ დირექტორი ზაქარა  სასადილო მაგიდას მისჯდომოდა და წინ უზარმაზარი ულუფა ედგა  ფერად-ფერადი ჟელატინის, რომელსაც ვერცხლისფერი დიდი კოვზით,  მოზრდილ ნაჭრებად ჭრიდა და მადიანად უძახებდა მუცელში.

    გოგონებმა ერთმანეთს სასიამოვნო გაოცებით გადახედეს, თვალებს არ დაუჯერეს თავიდან, დირექტორი ქურდივით შეექცეოდა ტკბილელულობას.  ნუთუ მას ასეთებიც  უყვარს?მ აშ რატომ არის  ყოველთვოის ბრაზიანი? ის ადამაინები ვინც ბევრ ტკბილელულს მიირთმევენ თავისთავად ხომ კეთილები და თბილები არიან?

  --კარგი წავედით, სანამ ჩვენც არ მიგვაყოლა...--გადაუჩურჩულა ანის ლილემ და ფეხაკრეფით გაიპარნენ ბანაკიდან ეზოში.

--ჰეი აქეთ!!!--მოესმათ ფრუტუნივით ხმა სიბნელიდან.

--ახლა როგორ მოვიქცეთ?--შუბლზე ხელი მოისვა ლილემ  იმის დასტურად, რომ ძალიან დავიღალეო და ხის ქვეშ, მხართეძოზე წამოწოლილ მავრას დააშტერდა.

--ახლა საქმეს შევუდგებით!

--და შენი ჯადოსნობა?--ამ სიტყვებმა თითქოს იმედი გაუცრუა ანის და მოიღუშა.

--ოოჰ, რას დაგიჩემებით ეს ჯადოსნობა, ხელის განძრევა გეზარებათ უკვე, მეც თქვენსავით ვიშრომებ, აბა წავედით!

      გომბორელასთვის  ჩვეული მშვიდი და მზიანი დილა გათენდა.  ჩიტები დილიდანვე შესდგომოდნენ ჭიკ-ჭიკს, მინდვრის სარწყავები კი სალტოებს აკეთებდნენ ეზოში და მწვანედ აბიბინებულ ეზოს ნამავდნენ.

     თუმცა მთლიან მშვიდ სურათს, უნცაურ იერს აძლევდა, უზარმაზარი მუხის ქვეშ, ერთად თავმოყრილი ჩემოდნები, ჩანთები და ტანსაცმლები ერთმანეთზე დახვავებული და ერთმანეთში უწესრიგოდ არეულნი.

    ანი კი ხის ტოტზე შემომჯდარიყო და ბედნიერი სახით ელოდა მოვლენების განვითარებას, რასაც არც თუ ისე ძალიან დაუგვიანებია, რადგან სიყვარულის ბანაკიდან ნელ-ნელა იწყებდნენ გამოსვლას გაოცებული პრინცესები დამრგვალებული თვალებით,  ყველა მათგანს  საღამური ემოსა  ტანზე  და დილის სუსხისგან ხელებით იფარავდნენ მოშიშვლებულ მკლავებს.

    შუაღამით, ანის და ლილეს მათი ტანსაცმლის კარადები ბოლომდე გამოუცარიელებიათ და სკამეზე მიყრილი, წინა დღით გამოყენებული სამოსიც კი აღარ დაუტოვებიათ ამპარტავანი გოგონებისათვის.

  --რა დიდებული მომენტია! ამისთვის ღირდა აქ ყურყუტი!--ხიდან მხიარულად ჩამოხტა ანი და დარცხვენილ გოგონებს გასძახა:--მობრძანდით, აქ არის ყველაფერი, რაც  გნებავდეთ სულო და გულო, ყველანაირი ფორმის, ზომისა თუ ფერის, თქვენ მხოლოდ ისურვეთ.

  გოგონებს სახეზე გაოცებასთან ერთად სირცხვილისა და დანაშულის გრძნობამაც გადაუარათ და თავდახრილნი მიუახლოვდნენ მთად ქცეულ ტანსაცმელების გროვას.

--ამის შემდეგ გეცოდინებათ, რომ მდინარეში შიშველი არ უნდა დატოვოთ მეგობარი!--დასკვნა გააკეთა თავისი საქციელის გოგონამ და  აკისკისებული გამოერიდა მათ.  ახლა პრინცესებს ხომ უამრავი საქმე ჰქონდათ და არც ისე ადვილი იყო ამდენი ქალბატონის სამოსის ერთმანეთისგან გადარჩევა და შემდეგ ოთახებში შეტანა.

   სამაგიეროდ ანი იყო საოცრად კმაყოფილი. ხმაურზე ნიცა და ლილეც გამოსულიყვნენ.

--ეს რა გიქნია?-- გადაიხარხარა ნიცამ.

    ანი კიდევ უფრო გაიბადრა კმაყოფილების გრძნობისაგან და ჰაერში შეხტა :--უფ, უფ ეს ოხერი წელი, როგორ ამტკივდა!

--აბა ადვილი არ იქნებოდა ამდენი ჩემოდნის თრევა, გეთქვა დაგეხმარებოდით!-- სულ ახლახანს შემოსწრებულმა გორგიმ ღიმილით მოავლო თვალი აფუსფუსებულ გოგონებს.

--ხომ იცი ჩვენი კავშირებიც გვაქვს!--თვალი ჩაუკრა მეგობრებს ამინ და დაამატა:--ცოტა მავრაც დაგვეხმარა.

--ხომ არ ავღნიშნოთ!--დიდებული აზრი მოუვიდა გონებაში ნიცას.

--რატომაც არა, თან მავრას სადღეგრძელოც დავლიოთ!--გადაწყვეტილება მოუწონა მეგობარს ლილემ.

--კარგით მაშ, ჩემს ოთახში გეპატიჟებით შუშხუნა ლიმონათზე, გუშინ რომ წამოვიყოლე სამზარეულოდან.

  მეგობრებმა კიდევ ერთხელ გადაიკისკისეს და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართნენ  გმირთა ბანაკისკენ.

მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ ბავშვი, არ გააკრიტიკოთ

ბავშვს არ მოსთხოვოთ ბევრი, მაგალითად, ნახატის სრულყოფილად დახატვა. მიეცით ზოგჯერ შეცდომის დაშვების საშუალება. ამ დროს, უმჯობესია შეაქოთ და აქცენტი გააკეთოთ იმაზე, რაც კარგად გამოუვიდა და თვითონ მას მოეწონა. თუ მაგალითად, არ გამოსდის კოშკის აშენება, არ გააკრიტიკოთ, წაახალისეთ, კიდევ სცადოს აშენება.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024