kids.ge logo

გომბორელა

ფავორიტებში დამატება

IX. ერთობა ბანაკში

   დიდ სასადილო დარბაზში, უკვე  ვახშმისთვის იშლებოდა სუფრა. მაგიდებს ამშვენებდა მოწითალო წვენში მოცურავე გუფთის ბურთულები, ბრინჯი ხორცით და ვაშლის უგემრიელესი ღვეზელი, დიდ ულუფებად რომ გაენაწილებიდათ ყველასთვის.

   როცა კი ყველამ თავის კუთვნილი ადგილი დაიკავა, ლოყებწითელა მზარეულმა კმაყოფილებით გადაისვა ულვაშებზე ხელი და დარბაზიდან გავიდა, დღეს მისი საქმე დასრულებული იყო და ალბათ კიდევ ამიტომაც ჰქონდა ასეთი ნეტარი სახე.

 --დირექტორი ზაქარა მოდის!--მალევე მოისმა ბავშვების ჩურჩული და დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.

    ჰოდა წამიც არ იყო გასული, რომ თავის პრიალა და მოლივლივე ჯოხით, მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა მოხუცი კაცი.

   მან შეჭმუხნული წარბებით მოავლო მზერა ყველა მათგანს, ჩაახველა და მკაცრი ხმით დაიწყო:--ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენი ბანაკში ცხოვრების დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მალე მოგვიწევს ერთმანეთთან დამშვიდობება შემდეგ ზაფხულამდე.

    გოგო ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს დაღვრემილი სახეებით, ეს ალბათ ყველაზე სევდიანი სიტყვები იყო, რაც კი გაეგონათ ამ კედლებში, ზაქარამ კი განაგრძო:--თუმცა სწავლის დასასრულს სამივე ბანაკმა უნდა წარმოგვიდგინოთ თქვენი შთაბეჭდილებები, ახლა მკითხავთ როგორო?

    მან ისევ გადაავლო ბავშვებს თვალი და რა დარწმუნდა, რომ მათი ინეტერესი დიდი იყო განაგრძო:--ეს შეგიძლიათ გააკეთოთ აქ გადაღებული ვიდეოების, სურათების და ჩანახატების სახით, მოაწყოთ სლაიდ შოუ და ჩვენ ყველა ერთად  ვიხილავთ მათ დიდ დარბაზში. დააა.....

   ამ სიტყვებზე ის შეფიქრიანდა, ბავშვების მზერა კი კიდევ უფრო  დაიძაბა:---და ის ვინც საუკეთესო ჩვენებას მოაწყობს, მიიღებს ,,გომბორელას“ თასს და იქნება ამ წლის გამარჯვებული.

--რა კარგია!

--აუ გამარჯვება!

--თასი!

--დიდებულია!-- ისმოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები აქა-იქ.

--და შეიძლება ყველა ბანაკი ერთად გაერთიანდეს?--მოისმა უკანა რიგებიდან გაბედული შეკითხვა.

--ამას ვინ კითხულობს?--სათვალე თითით დაბლა ჩამოსწია ზაქარამ და ხმის მიმართულებით გაიხედა.

--მე!--ფეხზე ამაყად წამოიჭრა ლილე და თან გაიბღინძა.

--ამის რა საფუძველი გვაქვს ჩემო პატარა მეგობარო?--ეჭვით იკითხა დირექტორმა და თან მასთან მიახლოვება დაიწყო ნელი ნაბიჯით.

--თუ არ მიწყენთ ჩემს აზრს გეტყვით! აქ სწავლის მანძილზე და ისეც, ჩვენ მივხვდით რომ სიყვარული, სიკეთისა და გმირობის გარეშე არ გამოდის და ასევე, არც სიკეთე შეიძლება მარტო იყოს, არც გმირობა გამოდის სიკეთისა და სიყვარულის გარეშე...

--მდა....--ისევ ჩამოისვა წვერებზე ხელი ზაქარამ და უფრო გამომცდელად დააკვირდა ამ ჭკვიან გოგონას:-- მაგრამ, ბანაკთა გაერთიანება რომ  გომბორელას წესებს ეწინაამღდეგება?

--სხვასაც ვკითხოთ!--გაკადნიერდა ლილე.

--ჩვენ ვეთანხმებით, ეს სიმართლეა!--სითამამე შეემატა ნიცას ხმაში და საყვარელ მეგობარს მხარი აუბა, მას კი თავის ჯგუფელებიც აჰყვნენ.

--და თქვენ რომელი ბანაკი ხართ?--ისე იკითხა ზაქარამ რომ ჯერ კიდევ არ აშორებდა ლილეს თვალს.

--გმირთა ბანაკი ვართ და ასე ვფიქრობთ!

--გმირები, გულადები.... რა თქმა უნდა სიკეთის გარეშე ვერ თქვენ გაძლებთ... --ამჯერად ანის მოავლო მზერა, რომელსაც სახეზე აშკარა კმაყოფილება ეხატა.

--ხო, თქვენც თანახმა ხართ როგორც გეტყობათ... ---ჩაიბურტყუნა დირექტორმა:--და სიყვარულის ბანაკი, თქვენ რას იტყვით ბავშვებო?

     სიყვარულის ბანაკთა რიგებს ჩურჩულის ზუზუნმა გადაუარა. აქ აზრი ორად იყოფოდა, ზოგმა იუკადრისა ეს ყველაფერი და დანარჩენი ნახევარი კი ფიქრობდა:--რატომაც არა, ეს ხომ  შესანიშნავი აზრია.

--როგორც ჩანს ვერ თანხმდები...მაშ თქვენს აზრთა სხვადასხვაობას რა მოვუხერხოთ?

     სიყვარულის ბანაკის ორჭოფის მიზეზი ძირითადად ანის დილანდელი საქციელი იყო, მაგრამ თითოეული მათგანი იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ანიმ მათ სამართლიანად გადაუხადა სამაგიერო, ამიტომ გაგულისება და ბანაკთან გამოყოფა. ნამდვილად არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ხმის ამოღებასაც არ ჩქარობდნენ.

--პატივცემულო დირექტორი იქნებ დრო მიგეცათ საღამომდე!-- პრობლემის გადაწყვეტა ისევ ანიმ შესთავაზა მოხუც კაცს.

--მდა...--ისევ ჩაფიქრდა ზაქარა და შემდეგ ერთობ გამომცოცხლებული გამომეტყველებით მიუგო ანის:--თქვენგან კარგი ლიდერი დადგება, დაიმახსოვრეთ.

    გოგონას, კომპლიმენტმა ლოყები გაუწითლა და ამ ერთობ პირქუში კაცის პირისგან ნათქვამმა მეტად სასაიმოვნო სიტყვებმა, სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა სხეულში.

--მადლობა პატივცემულო!--ამოილუღლუღა დარცხვენით.

    და ისევ წამიერი დუმილი...

   ერთი... ორი... სამი....

   დირექტორი კი კვლავ დუმდა.

    ,,ღმერთო ჩემო!“--დანანებით გაიფიქრა გულში ანიმ:--,,ეს მშვენიერი ფუნთუშები კი როგორ მადისამღძვრელად იყურებიან, ორთქლიც კი დაეკარგათ თავზე, აქამდე რომ გემრიელად დაჰფარფატებდათ.  ამ კაცსაც ახლა მოუნდა მთელი წესრიგის შეცვლა ბანაკში და აქ მის ცხვირ წინ გაუმართავს სჯა-ბაასი!  ეს ოხერი ფუნთუშენი კი უკვე ალმაცერადაც კი  იყურებიან, თითქოს იმასაც   იძახიან--რაღას უყურებ, მოდი და გადამსანსლეო...“

   ეეჰ, ვინ გვაცდის ჩემო კარგებო...--ეს ბოლო ამოოხვრა იყო ღორმუცელა გოგონასთვის, რადგან მალევე დაინახა როგორ გადაინაცვლა ზაქარას მზერამ, მის გვერდით მჯდარ უწყინარ მარიამზე,  რომელსაც ამ ხნის მანძილზე არც  ერთი სიტყვაც არ უთქვას:--და შენ რას ფიქრობ პატარა მეგობარო?--ცხვირი სულ ახლოს მიუტანა სახესთან.

    მარიამი შეკრთა და ლამის სკამს გაეკრო ზურგით, დირექტორმა კი განაგრძო:--ეს თვალები, ეს თვალები.... ძალიან ნაცნობი... ნაცნობი...--ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა იგი სიტყვებს და თითქოს წარსულში იხედებაო, იქ ეძებდა ამ თვალების პატრონს.

   ბოლოს კი ერთიანად გამოფხიზლდა, წელში გასწორდა და უკან გაბრუნდა მაგიდებს შორის.

    მარიამი კი იჯდა ოფლდასხმული და შეშინებული. ასე ახლოს ხომ ის ჯერ არასდროს  ყოფილა ბაბუასთან, მის სუნთქვასაც კი გრძნობდა და  თვალები  ისე უელავდნენ მოხუც კაცს, როგორც ნაკვერჩხლები.

  დარბაზიდან გასვლისას კიდევ ერთხელ მკვეთრად შემობრუნდა დირექტორი, ისევ გამომცდელი მზერა ესროლა მარიამს და ბოლოს ჩქარი ნაბიჯით დატოვა სასადილო.

     იმ საღამოს დირექტრომა ზაქარამ, ყველა კურატორი დაიბარა და ამცნო, რომ უცნაურ შემთხვევასთან ჰქონდათ  საქმე.  ყველა ბავშვი გაერთიანებულიყო  ერთი უცნაური აზრის ქვეშ, რომ სამივე ბანაკს ერთად  უნდა წარმოედგინათ საკუთარი შთაბეჭდილებები დამამთავრებელ საღამოზე და გამარჯვებულიც ყველა იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მიაჩნდა მართებულად, ჭკუასთან მაინც ახლოს იყო  და გადაწყვიტა დაეშვა ამ წელს გამონაკლისი. 

    კურატორებს მითითება მისცა რომ შესაბამისად მოქცეულიყვნენ და დახმარებოდნენ ბავშვებს იდეის განხორციელებაში.

--იმედია მათი ჩანაფიქრი გაამართლებს!--ჩიბურტყუნა ზაქარამ უკმაყოფილოდ:--და არ ვინანებ ჩემს საქციელს.

--უნდა მივცეთ ბავშვებს შანსი, იქნებ გაგვაოცონ!--ბავშვების სასარგებლოდ სიტყვა თქვა თათულიმ.

--გაგვაოცო?  კი ბატონო, იმედია სასიამოვნოდ გაგვაოცებენ.

     საყვარელი ნანა მასწავლებელი და თათული, ფრიად კმაყოფილნი ჩანდნენ ბავშვების მოთხოვნით და ამაყობდნენ კიდეც მათით. საღამომდე კი სიყვარულის ბანაკის წარმომადგენლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და  საერთო გეგმას შეუერთდნენ.

     კალენდარში კი დროის ათვლა დაიწყო. ყველა თავისებურად ცდილობდა საკუთარი წვლილის შეტანას სლაიდ შოუს მომზადებაში. იღებდნენ სურათებს თემის შესაბამისად ან უკვე გადაღებულებს  ეძებდნენ ტელეფონებში, ამზადებდნენ და ინაწილებდნენ სიტყვებს, არჩევდნენ საღამოსთვის განკუთვნილ კაბებს, რა ფერის და რა ნახატებით უნდა ჩაეცვათ. ბიჭები კი ამ საკითხში თავისუფალნი იყვნენ, რადგან მათ  ერთხმად აირჩიეს ლურჯ მოკლე შორტებზე თეთრი მაიუსრები, გულზე რომ ამოეტვიფრათ დიდი მწვანე ასოებით ,,გომბორელა“.

     და აი დადგა ის ნანატრი დღეც.  უზარმაზარ ორქროსფრად ალიცლიცებულ დარბაზში, რომლის ჩრდილოეთ კედელზე უფრო დიდი და ვეება მონიტორი დაეკიდათ, რაც ასე საჭირო იყო ჩვენებებისთვის, მთელი ერთი კედელის სივრცეს ავსებდა.

      სკამებზე ოქროსფერი ბარათები დაელაგებინათ ორგანიზატორებს, თითოეულს კი ამშვენებდა ,,გომბორელას“  წარწერა და ბარათს თუ გადაშლიდით წაიკითხავდით მონაწილეების სახელსა და გვარებს, მათ ფუნქციებს ამ ღონისძიებაში და თემას, რომელიც მათ უნდა წარედგინათ.

     ბარათის დასასრულს კი პატარა შავი ასოებით ეწერა სიტყვა ,,დაბრუნება“ და თემას უძღვებოდა მარიამი.

     იმ დღეს მავრაც აღელვებული  ჩანდა.  მართალია ის აუდიტორიის წინაშე სიტყვით არ აპირებდა გამოსვლას, მაგრამ მისი მომავალი ცხოვრბაც ხომ მეტწილად ამ საღამოს კარგად დასრულებაზე იყო დამოკიდებული.

     მან ერთგულ გოგონებს უთხრა, რომ -- ისიც აქვე იქნებოდა, აი ამ უზარმაზარი ფარდის უკან, სარკმელზე რომ ჩამოეკიდათ და არაფერი გამოეპარებოდა მის თვლალებს. ამ ფაქტმა მეგობრები დაამშვიდა, მავრას ახლოს ყოფნა და საჭირო დროს დახმარება ხომ უკვე გამარჯვებას ნიშნავდა?

  --ყველაფერი მზად არის!--შვებით ამოსუნთქა კურატორმა თათულიმ და მიკროფონით ხელდამშვენებული გამოვიდა ოქროსფრად ალივლივებულ სცენაზე.

--ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, ეს წელი ჩვენთვისაც განსაკუთრებული იყო, რადგან გაგიცანით ისეთი არაჩვეულებრივი ბავშვები, როგორებიც თქვე ხართ! თუ თქვენ ჩვენგან სწავლობდით იგავებსა და პუნქტებისგან შედგენილ ჭეშმარიტებებს, ჩევნც ვისწავლეთ თქვენგან, როგორ უნდა ვიყოთ ერთგულნი, მხიარულები და მოსიყვარულეები!--ამ სიტყვებზე თვალები ცრემლით ამოევსო  თათულის და უფრო  დარბილებული ხმით განაგრძო:--და ახლა მინდა, რომ სცენა დავუთმო ეზოპეს იგავების გაცოცხლებას ამ  სცენაზე.

     ბავშვები ტაშით შეხვდნენ თანაკლასელებს. რამოდენიმე ეზოპეს იგავი მართლაც რომ შესანიშნავად შეასრულეს პატარებმა მხურვალე ტაშიც დაიმსახურეს, შემდეგ იყო ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ჰიმნების შესრულება, სიმღერები გმირობაზე, სიკეთეზე... და სიყვარულზე, რომლის ბანაკის  პრინცესებმაც,  ბალეტის შესანიშნავი  პარტია  შეასრულეს სცენაზე,  რომელსაც ,,მაკნატუნა“ ერქვა  და ისინი იყვნენ ისეთი  ჰაეროვანნი და მოქნილები, რომ  კი არ დადიოდნენ, თითქოს დაცურავდნენ სცენაზე.

    დირექტორი ზაქარა იჯდა შემაღლებულ ადგილას.  მისი თვალები იყო ამაყი, ჩაფიქრებული და ცოტა მრისხანეც,  როცა განსაკუთრებით აღფრთოვანდებოდა ტაშსაც შემოჰკარდა ხოლმე, მაგრამ ისე მოკლეს თითქოს არ უნდა სხვებმა შემნიშნონო.

     და უკვე დასასრულს უახლოვდებოდა მთელი ეს ღონისძიება, როდესაც კურატორმა თათულიმ მხრების აჩეჩვით წაიკითხა შემდეგი სათაური ,,დაბრუნება“ და ცნობისმოყვარე მზერით დაუწყო ძებნა დარბაზში მარიამს.

  მართალია მარიამს განცდისაგან ფეხები უკანკლაებდა, მაგრამ მაინც თავდაჯერებული გაემართა სცენისაკენ.

--შენ ამას შეძლებ!--შეაგულიანეს მეგობრებმა გოგონა და თავად სლაიდ შოუს გასაშვებად მოემზდნენ.

     ლილე ნოუთბუქს მიუჯდა და ის ფაილი გახსნა, სადაც მარიამის ბავშობა აეწყოთ სურათებით,  იგი ხან მშობლებთან ერთად და ხანაც კი ბაბუასთან ერთად იმზიერბოდა ეკრანიდან. გაგიკვირდებათ მაგრამ ამ ფოტოებზე ზაქარა სულაც არ ჰგავდა, იმ დირექტორს, რომელიც ახლა უკანა რიგიდან ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს. აქ ის იყო  კეთილი, მუდამ ღიმილიანი თეთრ თმიანი მოხუცი კაცი, რომელიც მხოლოდ სიყვარულს ანათებდა თვალებიდან.

  და აი, მარიამმაც დაიკავა სცენა... მეგობრებმა ტაშით გაამხნევეს.

     დღეს მას გულახდილობა გადაეწყვიტა და საუბარიც საჭირო გამხარიყო, ამიტომაც გაბედა ხმის ამოღება, თუმცა თავიდან გაძნელდა ეს ყველაფერი.

--მე მარიამი ვარ!--მეგობრებმა კიდევ დასცხეს ტაში:--მე მიყვარდა ჩემი მშობლები,  მაგრამ ყოველდღე თავს დამანშავედ ვგრძნობდი, რომ დავიბადე...

    ამ სიტყვებისთანავე ეკრანზე გამოჩნდა მისი დაბადების დღის ვიდეო... იგი  ჯერ დედასთან მირბოდა ზღვის სანაპიროზე კისკისით, შემდეგ მამას ეჯდა კისერზე ხელებგაშლილი.

    დირექტორი ზაქარა ელდანაკრავივით წამოხტა სკამიდან. ის ვერც საკუთარ თვალებს უჯერებდა  და არც ყურებს სურდათ დაჯერება, თუმცა არ უყვირია, ასე გახევებული შეაჩერდა პატარ გოგონას, რომელიც ძნელი გამოსცნობი აღარ იყო თუ ვინ გახლდათ.

     მარიამმა კი განაგრძო უფრო გაბედულად:--მე რომ არ დავბადებულიყავი ალბათ  ისინი ახლაც ცოცხლები იქნებოდნენ  და ჩემი ბაბუა ასეთი სასტიკი არ გახდებოდა.

    დარბაზში ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგინებდით.

    მარიამს კი უკვე აცახცახებდა მეტისმეტი განცდისაგან, ამიტომ ყველაფერი რომ არ გაფუჭებულიყო,  სცენაზე მკვირხლად ავიდა გიორგი და გოგონას გვედით ამოუდგა.  შემდეგ მას მიჰყვა გიორგი, ლილე, ანი, ნიცა... ნიტა და ასე ნელ-ნელა ივსებოდა სცენა, საბოლოოდ კი დარბაზში მხოლოდ დირექტორი და კურატორებიღა დარჩნენ.

    უზარმაზარ ეკრანზე კი ისევ გადიოდა მარიამის ბავშვობა, რაც დირექტრი ზაქარას სახეს სევდით, სიხარულით და ბედბიერებით ავსებდა. მოხუცი კაცი ახლა წარსულში იყურებოდა.  მას გაახსენდა საკუთარი ქალიშვილი, რომლსაც ასე ძალიან ჰგავდა მისი ერთადერი გოგონა მარიამი და ნელი ნაბიჯით დაიწყო მიახლოვება სცენისაკენ.

     გიორგი კი განაგრძობდა:--ჩვენთვის სიყვარული, სიკეთე და გმირობა არის მარიამის გადარჩენა და მისი ამ ცხოვრებაში დაბრუნება გვინდა, რომ გვერდით დავუდგეთ და ვიყოთ მისი მეგობრები!

    დარბაზიდან  ტაში გაისმა.  მასწავლებლების უმრავლესობა უკვე მიმხვდარიყო საქმის არსს, რადგან მეეზოვე შაქრო მთარგმენილივით  უხსნიდა მათ ყველაფერს  და ზოგის სახე გაოცებით, ზოგის სიხარულით და ზოგის კი ცრემლებით ივსებოდა.

    ამასობაში კი დირექტორი ზაქარა უკვე ასულიყო  სცენაზე და  მისი მზერა შვილიშვილს აღარ შორდებოდა, თუმცა ამჯერად ის ძველებურად პირქუში არ ჩანდა, აი იმ კაცს დამგვანებოდა სურათებიდან რომ იცქირებოდა კეთილად.

--მე ვიცანი შენი თვალები!--თვალი თვალში ისევ გაუყარა დაბენულ გოგონას მოხუცმა კაცმა და აკანკალებული ხმით განაგრძო:--ეს ის თვალები იყო, ყოველ ღამე რომ მესიზმრება... დედაშენის თვალები.

--ბაბუა!--ხმის კანკალით ჩაილაპარაკა მარიამმა:--მე აღარ მინდა, რომ იმ სახლშ გამომკეტო, მე შენთან და ჩემს მეგობრებთამ მინდა ყოფნა და მეც ძალიან მენატრება ჩემი მშობლები!

    სიტყვის დასრულებისთანავე, ზაქარამ მისი აცახცახებული ხელი აიღო და ძალიან თბილი ხმით მიუგო:--მე შენმა მეგობრებმა თვალები ამიხილეს და შენი თავი დამიბრუნეს! ტკივილისაგან გონება მქონდა დაბნელებული.

    დარბაზს ერთდროულად გადაუარა გაოცების  წამოძახილებმა.

    ამ დროს კი სცენაზე  ყველაზე კეთილი ნანა მასწავლებელი გამოჩნდა, ხელში უზარმაზარი ოქროსფერი თასით, რომელზეც შავი ასოებით დაეწერათ --,,გომბორელას გამარჯვებული“.

     გიორგიმ მას თასი  ჩამოართვა და სიამაყით გადასცა დირექტორ ზაქარას.

     მოხუცი კაცი დაიბნა,  ვერ მიუხვდა პატარა ბიჭს ჩანაფიქრს, გიორგიმ კი თავდაჯერებულად უთხრა:--ამ წლის გამარჯვებული კი თქვენ ხართ დირექტორო! გვინდა რომ ეს თასი თქვენ გადმოეგცეთ!

     ზაქარას ხმაც კი აუთრთოლდა მოულოდნელი საჩუქარისგან.

     მიუხედავად იმისა რომ უკვე ნახევარი საუკუნეც კი ხდებოდა, რაც ამ ბანაკის დირექტორი გახლდათ, მაგრამ არც ერთ წელს, არც ერთ ჯგუფს,  მისთვის ასეთი  დიდი საჩუქარი არ გაუკეთებია.

--მე, მე ბავშვებო, ეს თქვენ...--დაბნეულად ჩაილაპარაკა მან.

--დიახ ეს თქვენ გეკუთვნით წელს!

     ამ სიტყვებისთანავე ისეთი ტაში დასცხეს  დარბაზში, რომ ლამის ჭერი აეხადა იქაურობას. მავრა გომბორელას ეზოში გასულიყო და მაჯებით იწმენდდა ცრემლებს თვალებიდან.

   საერთო არეულობაში მეგობრებმა,  როგორც იქნა თავი დააღწიეს დარბაზს და მის გარშემო შემოიკრიბნენ.

--აი ახლა კი ჩემი დაბრუნების დროა ჩემს მონატრებულ მაქციეთში!

--მიდიხარ? მოიწყინეს ბავშვებმა.

--მემგონი დროა... ახლა მე მარიამს აღარ ვჭირდები!

--ეს სიმართლე არ არის, ჩვენ ყველას ძლიან გვჭირდები, რადგან ძლიან შეგვიყვარდი.

--მეც შემიყვარდით პატარებო! ჩემო ცელქო და მოსულელო ბავშვებო!--სიყვარულით აევსო თვალები მაქციას და ამ ხნის გნამვლობაში, პირველად გაჩნდა მის თვალებში ცრემლი.

--მავრა, მოგვენატრები!

--მეც მომენატრებით ჩემო  პატარებო, მარიამ...--შემდეგ მიუბრუნდა იგი გოგონას:--შენი გახარებით მე უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან, ახლა ცოტა ხნით შვებულებას ავიღებ და ჩემს მეგობრებსაც მოვინახულებ... შემდეგ კი...

--შემდეგ რა იქნება?

--შემდეგ სხვა პატარასაც დასჭირდება ჩემი დახმარება და მასთან ვიქნები მანამ, სანამ ისიც შენსავით ბედნიერებისაგან არ გაბრწყინდება.

--სხვასაც დაეხმარები?

--რა თქმა უნდა, დედამიწაზე ხომ უამრავი პატარაა რომელსაც დახმარება უნდა, მე ისინი მარტო არ უნდა დავტოვო.

--რა კეთილი ხარ მავრა  და ჩვენ, ჩვენ როდის გნახავთ?

--შემდეგ წელს და ყოველ წელს, ჩვენს საყვარელ ,,გომბორელას“ თუ კი ეწვევით, ამ პირქუშ სახლს, რომლსაც მალე დაანგრევს ბაბუა ზაქარა და ახალ ლამაზ შენობას დადგამს, იქ მოგინახულებთ ხოლმე, ამიტომ ყოველ წელს ესტუმრეთ გომბორელას, რომ არ მოგენტაროთ!

--მავრა გვიყვარხარ!--კისერზე უამრავი ხელი შემოეხვია მაქციას და მას ამჯერად  უკვე აღარ უცდია მათი მოშორება, რადგან  მათ სიყვარულში ჩაძირვა ამჯობინა.

  ბანაკის დიდი სცენისდან კი გაისმა ხმაშეწყობილი ტკბილი სიმღერა:

               ჩვენ ის მეგობრობა გადაგვარჩენს,

               აქ რომ ასე ძლიერ შეგვიყვარდა,

               ჩვენ ის სიყვარული გაგავხარებს, 

               ჩვენს გულებში რომ შეგვისაფრდა...

           

               მხოლოდ სიკეთით გვსურს სიარული,

               გვერდში დგომა უფრო გვაძლიერებს,

               გომბორელას ზრაპრის ბანაკიდან,

               ჩვენ გვისტუმრებენ მადლიერებს.

 

 

                                             დ     ა     ს     ა     ს     რ     უ     ლ    ი

მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

აჩვენეთ თქვენს შვილს, თუ როგორ უნდა გახდეს პასუხისმგებელი მოქალაქე

გაატარეთ საქველმოქმედო აქტივობები. ბავშვები მოხალისეობებით ნებაყოფლობით იძენენ ღირსების გრძნობას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024