რთული აღმოჩნდა მარიამისთვის ხალხმრავალ და ყიჟინით სავსე ბანაკში დაბრუნება. აქ ყველა და ყველაფერი ხმაურობდა. ბავშვები დერეფნებში თავქუდმოგლეჯილნი დარბოდნენ, სამზარეულოდან განუწყვეტლივ ისმოდა ჭურჭლის ჭახა-ჭუხი, ზოგჯერ მსხვრევის ხმასაც გაიგონებდით, სამრეცხაოც უჩვეულოდ გუგუნებდა მთელი დღე და ყურს აყრუებდა რამოდენიმე სარეცხი მანქანის ერთდროულად გუგუნი. ეზოშიც ყველა საქანელა დაკავებული იყო და გადაძახილ გადმოძხილებს, სიმღერებს და სიცილს ბოლო არ უჩანდა.
რაც მთავარია აქ ყველაფერი იყო ნამდვილი, ისეთი როგორიც ღმერთმა შექმნა, ყოველგვარი მაგიისაგან თავისუფალი. მარიამი კი ყველაფერ ჩვეულებრივს უკვე გადაჩვეოდა, მისთვის ხეები და ბალახები, რომლებზეც ლაზერ-შოუს სურათები აცეკვებულიყვნენ, უფრო ბუნებრივი იყო, ვიდრე ეს ხავსმოდებული ბუმბერაზი ხეები, ალბათ ასწლეულსაც რომ ითვლიდნენ ,,გომბორელას“ ბანაკში.
ვახშამის დროს, ჩვენი გულადი მეგობრების გასაოცრად, არავის გაუკვირდა მარიამის დანახვა და ის ისე მიიღეს, როგორც ერთ-ერთი ძველი მოსწავლე. თითქოს აქამდეც ყველასთვის ნაცნობი და უკვე მრავალჯერ ნანახი ყოფილიყო მისი სახე და არც კურატორებს შეუცხადებიათ მისი გამოჩენა.
--ყოჩაღ მავრას, მან დანაპირები შეასრულა!--კმაყოფილმა გადაულაპარაკა ლილემ ანის.
--და მაინც, როგორ მოახერხა ამდენი ადამიანის გონების დაპყრობა, უკვე აღარც იმაში მეპარება ეჭვი რომ მისი სახელი სიაშიც იქნება.
მარიამი კი ისევ გაოცებით ათვალიერებდ გარემოს და თვალებში შიში მაინც არ უქრებოდა, მოლოდინი იმის რომ ბაბუა ზაქარა სადაცაა კარს შემოაღებდა, ჭამის სურვილსაც უკარგავდა, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, დღეს დირექტორი სასადილოში არ შემოსულა.
როდესაც მეგობრებმა მარიამის დაბენულ და ცოტათი შეშინებულ სახეს შეხედეს, მაშინღა მოუვიდათ აზრად თავში, რომ გოგონას წაყვანა უფრო მყურდო ადგილას ჯობდა თავდაპირველად, ასეთი ადგილი კი მხოლოდ ბიბლიოთეკა იყო ამ უზარმაზარ ბანაკში და ეს იდეა მართლაც კარგი აღმოჩნდა.
ძველი წიგნების გამაბრუებელი სუნი მაშინვე დაეტაკათ ცხვირზე. აქ ისეთი სიჩუმე იდგა სადაც არსად სხვაგან მთელს გომბორელაში. მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლე მისჯდომოდა მაგიდას და დიდი ინტერესით ისე ჩაჰკირკიტებდნენ წიგნებს, რომ მათი შესვლა არც კი შეუნიშნავთ. უზარმაზარ კედლებზე აყოლებული თაროები, ჭერამდე იყო შევსილი წიგნებით და რთულ და მაღალ მისადომ ადგილებში, სამ მწკრივად გაყოლებული გრძელი აივნებით შეიძლებოდა მისვლა.
--ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი სამოთხეა!--ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა ანიმ და გვერდით მდგარ ლილეს მხარი გაჰკრა:--რას გაშტერდი, გამოიარე!
ლილეს ემოციებიც უსაზღვრო იყო, ყველა წიგნის ერთად ჩამოღება და წაკითხვა მოუნდა შემოსვლისთანავე, ბოლოს არჩევანი ისევ გეოგრაფიულ წიგნებზე შეაჩერა, რადგან ეს ხომ ის საგანი იყო, რომლზეც გიჟდებოდა. ხშირად დაუხუჭავს თვალები და ასე გონებით უმოგზაურია ინდოეთის ოკეანედან ჩრდილო ყინულოვან ოკეანემდე, ხან სახმელეთო გზით და ხანაც კი მდინარეების გაყოლებით, ეს გზები კი ისეთი მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, ზოგჯერ ხიფათებით სავსე, ზოგჯერ კი მშვიდი, გონებაში ათასგვარი შეთხზული ისტორიით რომ მიიწევდა წინ.
სწორედ ამიტომ ჩათვალეს მშობლბმა, რომ ის აუცილებლად დიდი მოგზაური გამოვიდოდა. ალბათ როგორც კი სრულწლოვან ასაკს მიაღწევდა, მაშინვე დაიწყებდა აეროპორტიდან აეროპორტებში სიარულს, იქ დაღამებასა და გათენებას. ამ ეტაპზე კი მის პასპორტში მხოლოდ ერთი ბეჭედი იყო ჩარტყმული, გაფრენა პარიზის მიმართულებით და ექვს დღეში უკან დაბრუნება, თუმცა ენა ვერ იტყვის სათქმელად რა საოცარი იყო ეს ექვსი დღე. კარგად ახსოვს როგორი ემოციებით შეხვდა ეიფელის უზარმაზარი კოშკის გაცნობას, მაშინ ის ოქროსფრად ლივლივებდა. მერე მშობლებმა დისნეილენდში წაიყვანეს და არც ერთი ატრაქციონი არ დატოვა რომ არ მოესინჯა, იმ ღამით კი ფართო და ლამაზ ქუჩებში ხეტიალისგან დაღლილს, ფეხები ძლივს მიჰყვა სასტუმრომდე და როგორც დაეცა მოცელილივით საწოლზე, იმ მდგომარეობაშივე გაეღვიძა დილით.
ამასობაში კი სათავგადასავლო ჟანრის სექციას მიადგა მარიამი და პირველივე შეხედვაზე ყურადღება რომელმცა წიგნმაც მიიპყრო, იმას დაავლო ხელი.
--ოჰოო...--არჩევანი მოუწონა ანიმ და ხმამღლა ამოიკითხა:--რობერტ ლუის სტივებსონის განძის კუნძული, დიდიებულია, მანდ ყველა მეკობრე შემიყვარდა მე.
--ოჰ, მოხუცი მეკობრის ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი! მიყვარდა, მიყვარდა!--კვერი დაუკრა ნიცამაც და გზა პირდაპირ გააგრძელა ისტორიული ჟანრისკენ.
--აქამდე რატომ არ მოვინახულეთ ეს ბიბლიოთეკა? ყველაზე საინტერესო და იდუმალი ადგილია ამ ბანაკში.
--როგორ შეძლებდი? აქ ხომ ახლა დასრულდა რემონტი, ახალი წიგნებითაც მხოლოდ ახლა შეავსეს!--მოკლედ განმარტა ნიცამ და ლაბირინთებად ქცეულ დერეფნებში, რომლებსაც წიგნით შევსილი მაღალი თაროები ჰქმნიდნენ,გზა განაგრძო და მალე ის აღარ ჩანდა.
მართალი თქვა ნიცამ, იმ ხნის განმავლობაში რაც ეს ბანაკი არსებობდა, მხოლოდ წელს მისცეს ამ უზარმაზარ დარბაზს ახლებური იერი, ისიც ახალგაზრდა კურატორების და ბიბლიოთეკარის წყალობით, თორემ დირექტორი ზაქარა ამის მომხრე არ ყოფილა, პირიქითაც კი, როცა კრების მრგვალ მაგიდასთან კენჭი იყარეს -- განახლება არ განახლებასთან დაკავშირებით, მთელი კოლექტივის წინაამღდეგ მხოლოდ მისი ხმა იყო უარყოფითი და რადაგან მარტო მისი ხმა ვერაფერს გადაწყვეტდა, უკმაყოფილო ბურტყუნით დატოვა ოთახი.
აი სწორედ მას შემდეგ დაიწყო ცვლილებები. პირქუში და დაბნელებული კედლები, რომლებსაც ძველი იეროგლიფები და ასომთავრული ასოები ამშვენებდა მხოლოდ, მალევე შეცვალა ღია ნათელმა და მხიარულმა ფერებმა. კედლებზე გაჩნდა ზღაპრის ყველა პესონაჟის უზარმაზარი ნახატები, აქ ერთმანეთის გევრდი-გვერდ ნახავდით კარლსონს, პეპის, რობინ ჰუდს... მეორე და ყველაზე დიდ კედელზე კი, რომელიც შემოსვლისთანავე თვალბში დაგეტაკებოდათ, მხიარულად ათამაშებულიყვნენ ერთმანეთთან წიქარა, ნაცარქექია, სამი გოჭი და კიდევ ბევრი ღრმა ბავშობის დროინდელი პერსონაჟები, ისინი ისე ჰგავდნენ ნამდვილებს, რომ ბავშვი იფიქრებდა სადაცაა კედელებიდან გადმოვლენ და ერთმანეთთან ცეკვასა და თამაშს დაიწყებენო.
უფრო მოზრდილი ასაკის მკითხველთათვის კი დარბაზის ჩრდილოეთით ისევ შეენარჩუნებინათ ძველი სტილიც, ქართულ ანბანთან ერთად ჭკვიანი მზერით გვიყურებდნენ დიდებული ქართველი მწერლები:ილია აკაკი, ვაჟა, დიდებული რუსთაველი და რა ჩამოსთვლის კიდევ მათ, როცა ამდენი გვყავს ქართველებს.
და რადგანაც, თვის ბოლო შაბათი დღე იყო, ბავშვები ბანაკის პასუხისმგებლობისგან თავისუფალნი, მთლიანად გადაეშვნენ ამ ჯადოსნურ სამყაროში და დრო ისე მიილია, რომ გარედან უკვე სიბნელე შემოპარულიყო ფანჯრებში. ის რამოდენიმე მკითხველიც რიგ-რიგობით ტოვებდა ბიბლიოთეკას და დარჩნენ მხოლოდ ჩვენი ცნობისმოყვარე მეგობრები, რომლებიც ჩუმი გადაძახილებით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ისევ და ისევ უზიარებდნენ.
მარიამი ლილეს არ შორდებოდა გვერდიდან, საითაც კი წავიდა ყველგან თან გაჰყვა, სადაც შეისვენა მანაც იქ შეისვენა, მის მიწოდებულ წიგნებს გულდასმით ფურცლავდა და ხან ღიმილი დაეფინებოდა სახეზე და ხანაც მოიქუფრებოდა.
--გინდა მითხრა რამე?--ეკითხებოად ლილე, როცა მის ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებს შეხედავდა.
მარიამი კი პასუხად თავს გააქნევდა ხოლმე მხოლოდ.
ბოლოს უკანასკნელი ჩამი-ჩუმიც მიწყდა ბიბლიოთეკაში. ჭრჭინების ცივმა ჭრიჭინმა მის სქელ კედლებშიც შემოაღწია, მაღალი სარკმლიდან ისიც გამოჩნდა რომ ბანაკის ეზოში ლამპიონები აანთეს. გომბორელა დასაძინებლად ემზადებოდა.
დილით უცნაური შეშფოთებით გაიღვიძა ლილემ. პირველად იფიქრა რომ თვალები მატყუებსო, გვერდებიც გვარიანად ასტკიებოდა ცივ და მაგარ იატაკზე წოლისაგან, ცხადია ბიბლიოთეკაში დრო ისე გაჰპარვოდა წინა დღისით, რომ აქვე ჩეძინა.
,,სხვები სად არიან?“--გაიფიქრა შეშფოთებით მან და გაოცებისაგან დამრგვალებული თვალები მოავლო ახლო მახლო სივრცეს და ჰოი საოცრებავ! მარიამსაც მის გვერდით ეძინა, მშვიდი და ანგელოზისებური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ნამდვილად ლამაზ სიზმარს ხედავდა და დანაშაულიც კი იქნებოდა ახლა მისი ამ ბურანიდან გამოფხიზლება, მაგრამ ლილემ ისეთი ცივი ხმით იყვირა, აქა-იქ ჩაძინებულ მეგობრებს მალევე გაეღვიძათ და უკვე თავს იყრიდნენ მასთან.
--ჩვენ დაგვავიწყდა უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა!--შეშიენული ხმით ძლივს ამოღერღა ლილემ და ნაცრისფერ ქვედაბოლოზე, იატაკიდან აყოლილი მტვერი ხელით ჩამოიწმინდა.
--რას გულისხმობ?--ნაახევრად მძინარე სახით იკითხა ანიმ.
--იმას რომ მარიამს ღამე თავის პატარა სახლში უნდა გაეტენებინა!
--მართალი ხარ!--თავში ხელები შემოირტყა ნიცამ.
მარიამი დანაღვლიანდა.
--ახლა როგორ მოვიქცეთ?--შუბლი მოიფხანა დაფიქრეებით გიორგიმ, თუმცა ფიქრი დიდხანს არ დასცალდა, რადგან გომბორელას ეზოდან მალევე შემოესმათ ბოხი და საზარელი ყვირილის ხმა.
ეს ნამდვილად დირექტორი ზაქარა ყვიროდა. ჰო, მისი ხმა იყო, არ ცდებოდნენ.
ბავშვები ჩქარი ნაბიჯით გაემართნენ დარბაზის გასასვლელისკენ და როცა სასადილო ოთახში შევდინენ, სადაც უკვე დილის ფუნთუშების სურნელი იდგა და ბავშვებიც მაგიდებთან იკრიბებოდნენ, გოგონების ჩურჩულს მოჰკრეს ყური:--თურმე ერთი გოგონა დაკარგულა!
--არ ვიცით რომელია?
--განა ჩვენი ბანაკის მოსწავლეა?
--სად წავიდა ნეტავ?
--საერთოდ არ მახსენდება ვისზეა საუბარი?
მსგავსი კითხვები ერთმანეთს ცვლიდნენ და ტალღასავით ედებოდნენ უზარმაზარ სასადილო დარბაზს.
სულ ახლახანს შემოსული მეგობრები კი ჯერ ისევ კედელთან იდგნენ ატუზულები. გიორგი თავის გამხდარი სხეულით ისე ცდილობდა მარიამის დაფარვას სხვების მზერისგან, თითქოს ეს ადვილი შესაძლებელი იქნებოდა.
ანიმ ეზოში გაიხედა. მეეზოვე შაქრო წინ და უკან დარბოდა შეშფოთებული სახით და თავის უზარმაზარ ცოცხს აქეთ-იქით იქნევდა დიდი საქმის მკეთებელივით, არადა დროის არ მონაკვეთში ეზოც სუფთა იყო და არც დალაგებას საჭიროებდა.
ყველაზე შეშეინებული კი მაინც მარიამის მზერა იყო. ცხადია რომ ბაბუას მისი დაკარგვის ამბავი შეეტყო და ასე იმიტომაც გაცეცხლებულიყო. ახლა კი ეძებდა თავგამოდებით.
ნეტავ რა მოხდება რომ იპოვნოს?
რა მეთოდით დასჯის?
ისევ დააბრუნებს იმ პირქუშ სახლში?
თუ ამჯერად სასჯელი გაცილებით უფრო სასტიკი იქნება?
არადა რა კარგია ბანაკში ცხოვრება. ამ ერთმა დღემ ხომ უკვე გააბედნიერა? რა საოცარია როცა ბავშვების ჟრიამულის შემდაგენელი ნაწილი ხარ და ამ ყველაფერს არ აკვირდები ჩუმად, ფარდებს უკნიდან.
--სხვა გზა არ გვაქვს!--ხმადაბლა გადაუჩურჩულა მეგობრებს ლილემ:--მარიამი ამ დილით ბანაკიდან უნდა გავიყვანოთ.
--რატომ? ის ხომ სხვანაირია.. მას ვერ იცნობს ზაქარა!--შეეწინაამღდეგა ანი, რადგან უკვე ნერწყვი სდიოდა მადისამღძვრელად გაწყობილი მაგიდების ცქერისგან და ერთი სული ჰქონდა, როდის დაეტაკებოდა პირველსავე ღვეზელს, აი ამ ახლოს მდგარ მაგიდაზე რომ წამობრძნებულიყო არხეინად.
--მეც გეთანხმები!--ხმადაბლადვე დაუკრა კვერი ნიცამ მეგობარს და ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს დარბაზი.
ბევრი არ უფიქრიათ გარეთ გამოსულებს, მეტ სითამამეს კი კვირა დღის თავისუფლება აძლევდათ. ამ დღეს არც გაკვეთილები უტარდებოდათ და არც რომელიმე საზოგადო საქმაინობა ჰქონდათ ერთად შესასრულებელი. ყველაზე ჭკვიანური მავრას მონახულება იქნებოდა.
ამიტომაც აიღეს გეზი ბანაკის განაპირას მდგარ დიდი მუხის ხისკენ, სადაც ხვდებოდნენ ხოლმე მავრას, მაგრამ დაავიწყდათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ დილით მავრა არასოდეს არ ჩნდებოდა ბანაკის ტერიტორიაზე, ამიტომაც მოუწიათ ნახევარი საათის განვალობაში მისი სახელის ძახილი, მაგრამ მავრა არსად ჩანდა. ვინ იცის, იქნებ არხეინადაც კი ეძინა თავის მოქანავე საწოლში და ტკბილ სიზმრებს ამჯერად ვერანაირი ხმა ვერ დაუფრთხობდა.
მოწყენილები ჩამოსხდნენ მინდორზე და მალევე დაინახეს, როგორი ჩქარი ნაბიჯით დატოვა დირექტრომა ზაქარამ ბანაკის ტერიტორია თავის ძველისძველი ,, ნივით“, გასაკვირი ის ყო რომ ეს მანაქანა კიდევ რაღაც გამოუცნობი ძალით ისევ ახერხებდა სიარულს და ზაქარას პრეტენზიების შესრულებას. მეგობრებმა ერთმანეთს სიხარულით გადახედეს, ცოტა დროს მაინც მოიგებდნენ და მოიფიქრებდნენ როგორ აეხსნა მარიამის ეს გაუჩინარება ბაბუასთვის ისე, რომ სასჯელი არ ყოფილიყო მკაცრი.
ამასობაში გოგონების მთელი არმია გამოვიდა ეზოში, ყველას ერთად მოეყარათ თავი, მათი საუბრიდან ნათელი გახდა რომ მდინარეზე აპირებდნენ წასვლას, ცხელი და მწველი ზაფხულის ერთი დღე მარტვი გადასაგორებელი რომ ყოფილიყო.
--ჰეი გოგონებო!--მოესმათ შორიდან ნიტას ხმა:--აქეთ მოდით, თქვენ რა არ წამოხვალთ?
გიორგიმ სევდიანი თვალები გააყოლა უკვე მიმავალ მეგორებს და ზლაზვნით გაეშურა ბიჭების ჯგუფისკენ, რომლებსაც დღეს ტყეში სოკოების კრეფა ჰქონდათ გეგმაში.
--მე თქვენ გაგებუტებით!--მისვლისთანავე აიბზუა ცხვირი ნიტამ:--რატომ გამირბიხართ? გუშინ საღამოს მერე თვალიც ვეღარსად მოგკარით!
--ეჰ ეს მთელი ისტორიაა!--ხელი აიქნია ნიცამ და საქმაინი ხმით იკითხა:--რა ხდება ბანაკში? ვინმე დაიკარგა მართლა?
--კი, ასე ამბობენ,ცეცხლებს ყრიდა დირექტორი ზაქარა!
--რა ცუდია.
--იმასაც ამბობენ, რომ აქ ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა, ნეტავ იპოვნონ.. რა პასუხს გასცემს მის მშობლებს დირექტორი? თან გარშემო ხომ ასეთი დიდი ტყეა.
--ალბათ გზა აებნა მართლაც!--კვერი დაუკრა ანიმ ნიტას წუხილს და ნელ-ნელა გავიდნენ ბანაკის ტერიტორიიდან, შემდეგ კი დააგნენ ვიწრო ბილიკს, რომელიც ზევით მიუყვებოდა გზას მდინარისკენ.
ტყეში ჯერ კიდევ გრილოდა. მდინარის ხმაური შორიდანვე ისმოდა უკვე. ალბათ ყველა ფრინველსა და მგალებლობელს აქ მოეყარა თავი, რადგან მათი გამაბრუებელი გალობა და ჭიკ-ჭიკი, არემარემს აყრუებდა საამოდ.
--ხედვათ!--ერდროულად აყიჟინდნენ ბანაკის გოგონები და გზა და გზა ტანსაცმელის გახდით გაიქცნენ მდინარისაკენ.
მდინარე გომბორი ღრმა არ იყო. ამ პატარა ფერიებს წელამდეც ძლივს სწვდებოდა, სამაგიეროდ იყო ანკარა და საამოდ თბილი.
--მოდი ცოტა მოშორებით შევიდეთ!--საერთო ჟრიამულთან შეერთება არ ისურვა ნიცამ და ბილიკს უფრო ზევით აუყვა.
--მემგონი მშვენიერი ადგილია!--შეჩერდა ანი, რომლის ზურგს უკან, უზარმაზარი ხეების თვალიერებით გართული მარიამი მოდიოდა და ხელში რამოდენიმე ქვა დაეკავებინა სხვადასხვა ლამაზი ფორმის, გზად რომ შეხვდა და მათი წამოღების სურვილი გაუჩნდა.
ცოტა ხნის წინანდელი ნერვიულობის პატარა კვალიც კი აღარ ჩანდა მის სახეზე, გულზე დარდი გადაეყარა და ამ მშვენიერი ტყის ჯადოსნურობით ტკბებოდა.
--შეხედე კანოე!--იყვირა მოულოდნელად ლილემ და უფრო ქვევით დაეშვა ხევში.
--რა ლამაზია!--კისკისით შემოეხვივნენ ბავშვები წითელ კანოეს, რომლის ნიჩბებიც იქვე ელაგა ხავსიან მიწაზე.
--ნეტავ მფლობელი სად არის?
--ალბათ სადმე აქ იქნება!
--აჰ, მფლობელიც აინტერესებთ!--მაღლიდან, ხშირი ფოთლებით დაფარული ხიდან მოესმათ, ძალიან ნაცნობი და საყვარელი ხმა.
--მავრა, ნუთუ შენ ხარ?--ტაში შემოჰკრა მოულოდნელი სიხარულისაგან ნიცამ, მავრას კი უკვე თავისი მრგვალი სხეულით დაბლა ჩამოგორებაც მოესწრო.
ის ძველებურად მხიარული და ენაწყლიანი გახლდათ, ერთი ეგ არის ჩაცმულობა შეეცვალა და იმ ლურჯი კომბინიზონის ნაცვლად, წითელი საცურაო საცვალი მოერგო ქვედა ტანზე, რის გამოც მისი მწვანე ხორკლიანი კანი და ფუმფულა ბუსუსი, კიდევ უფრო თვალში საცემი გამხდარიყო.
--რა გაოცებით მიყურებთ? მე ხომ მშვენიერი ვარ?!
გოგონებმა გადაიკისკისეს, მარიამმა კი ამ ხნის მანძილზე პირველად გამოხატა ყველაზე დიდი ემოცია და მავრას მხურვალედ ჩაეხუტა.
--მოგენატრე ჩემო პატარა?-- თმებზე მიეალერსა მაქცია გოგონას:--აბა რა გეგონა, რომ მიმატოვე?!
--ის ჩვენთან თავს კარგად გრძნობს!--გაბრწყინებული სახით მიუგო ლილემ.
--ეჭვიც არ მეპარება.
--და მხოლოდ ტკბილელულს არ ვაძალებთ შენსავით!--დამრიგებლური ხმით ჩაილაპარაკა ლილემ და უფრო ჭკვიანური გამომეტყველებით დაუმატა:--მას გუფთაც ძალიან ჰყვარებია, კიდევ ხაჭაპურიც და ხორციანი ღვეზელებიც, იცოდი!
--ჰმ... რა გითხრა, მე ძირითადად ვეგეტარიანელი ვარ!--ამაყად გაიბღინძა მავრა და საყვედური სულაც არ მიიღო თავის თავზე.
--მერე ეს კარგია?--დაინტერესდა გულწრფელად ნიცა.
--ვისთვის როგორ...--ჩაიქირქილა მავრამ.
--კარგი ჰო ამას თავი დავანებოთ, ჩვენ ძალიან დიდი სადარდებელი გავქვს!--თავი დახარა დამნაშვესავით ლილემ.
--ვიცი მე მაგ დარდის ამბავი! მძინარები ხართ ... მაგრამ მოვაგვარე უკვე.
--რას ამბობ მავრა?.. შენ ხარ მხსნელი!--სიხარულისგან ტაში შემოჰკრა ანიმ და ჰაერშიც შეკუნტრუშდა.
--ეგ ხომ ისედაც ვიცი!--გაიბღინძა მავრა და სულ სხვა თემაზე გადახტა მხიარულად:--მოდი თქვენს ხეებსაც შევძინოთ ცოტაოდენი ციმციმები.
ამის თქმისთანავე მან ხელები აიქნია ხეების მიმართულებით და ხეებიც ფესვიდან ამოყოლებული, ყველაზე წვრილი ტოტით დამთავრებული, სულ ფოსფორისფრად აციმციმდნენ:--მოგენატრათ ხომ?
მიუბრუნდა ის გაოცებულ ბავშვებს.
--კი მშვენიერია! --თითქოს დიდ არაფერს უცნაურაობას ხედავსო, ისე ჩაილაპარაკა ანიმ.
--ოჰ.. მოგბეზრდათ კიდეც? მაშ მაცადეთ!--ახლა მდინარის მიმართულებით აიქნია მან ხელები და ამჯერად მისი ტალღები ააციმციმა ოქროსფრად.
ბავშვების გაოცება რომ ვერაფრით მოახერხა, უხალისოდ ჩაიბურტყუნა მავრამ:--ჰე კარგი, მიდი თქვით!
--მარის ბაბუა ეძებს!--თავი დახარა ლილემ მოწყენით.
--ეგ ხომ ვიცი.--ამოიხვნეშა მავრამ უხალისოდ.
--მერე?
--უკვე მოვაგვარე-თქო გითხარით.
--როგორ?
--სულ არ მისმენთ?--გაბრაზდა მავრა:--სად დაფრინავთ ნეტავ?
--არ გითქვამს როგორ მოაგვარე...--მხრები აიჩეჩა ანიმ.
--როგორ და ბუხარში, რომელიც დიდი ხანია გაუქმებულია, პატარა საწოლი ჩავდგი.
--ეს რატომ გააკეთე?--ვერ მიუხვდა ჩანაფიქრს ნიცა.
სხვებიც დაბნეულნი იყურებოდნენ.
--რატომ და იქ შეჰყვარებია თურმე დაძინება მარიამს და ოთახში საჭმლის შესატანად შესულ მეეზოვეს, სწორედ ამიტომ არ დახვდა თავის საწოლში.
--რა ჭკვიანი ხარ!
--გენიოსი ხარ!
--ასე უნდა იფიქროს ზაქარამ ზუსტა, კარგია!
მავრამ ჩვეული სიამაყით შეიფერა კიდევ ქათინაურების კორიანტელი, ამ დროს მართლაც უსაყვარლესი ხდებოდა ეს კეთილი მაქცია.
--მოიცა, მოიცა!--ახლაღა გაიაზრა ბოლომდე მისი ნათქვანი ნიცამ:--შენ თქვი, რომ მასთან საჭმელი შაქროს შეაქვს ყოველ საღამოს?
--თქვენ რა არ იცოდით?--მხრები აიჩეჩა მავრამ:--მეგონა გითხარით.
გოგონებმა თავი გააქნიეს და ბოლოს ლილემ დაასკვნა:--როგორი კეთილია შაქრო, ეკრძალებოდა მაგრამ სულ პირველად მან შეგვიშვა მარის ოთახში.
--ახლა შეიძლება ამის გამო დაისაჯოს?--დაინტერესდა ნიცა.
--რის გამო? რომ მოხუცდა და სიბნელეში თვალი კარგად ვეღარ უჭრის?
--ჰო თუნდაც.
--რა უნდა ქნას თუ კი ვერ შენიშნა!--ხელები ფართოდ გაშალა მავრამ და თან თვალები დააჭყიტა.
--მშვენიერი მიზეზია თავის გასამართლებლად.
--ესეც რომ არ იყოს დირექტორ ზაქარას და შაქროს, დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ, ამ პატარა ამბის გამო მას არ გაუწყრება.
--ჰო კარგი იქნება!
--კარგით რა,აღარ გვინდა ძველი ამბების გახსენება! --უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა მაქციამ და გოგონებს მიუბრუნდა:--აბა ყველა შემოსკუპდით ჩემს კანოეზე.
--შენ იცი ნიჩბების ხმარება?--გაიოცა ლილემ.
--რა გულუბრყვილო შეკითხვაა ჩემო პატარა?--ამაყად გაეცინა მავრას და წითელსავე ნიჩაბს დაავლო ხელი.
ცოტა ხანში კი მხიარული საზოგადოება ნელ-ნელა დაუყვა მდინარეს ქვევით, საიდანაც უფრო გასაგები და ახლო ხდებოდა ბანაკის გოგონათა მხიარული ყიჟინა. ისინი ფერად-ფერად საცურაო კოსტუმებში გამოწყობილნი, ლამის ყირაზე გადადიოდნენ მდინარეში, მათ მიერ აჩქეფებული წყლის შხეფები ცისარტყელისფრად ლივლივებდა ჰაერში, თმებიდან კი ნაკადულივით ჩამოედინებოდათ წყალი.
--თქვენ ჰეი!--ამაყად გასძახა მეგობრებს ნიცამ და ნიჩაბი მოიმარჯვა ხელში, იმის დასტურად რომ შემომხედეთ რა კარგად ვფლობ სპორტის ამ სახეობასაცო.
ბავშვები მხიარული შეძახილებით შეხვდნენ მეგობრებს.
--ჩვენც გვინდა, ჩვეეენც...--მაათკენ გამოემართა რამოდენიმე მათგანი.
--შენ რომ შეგნიშნონ?--ახლაღა შეფიქრიანდა ანი და მავრას დახედა გაოცებული თვალებით.
--ამაზე ნუ ღელავ, მე ხომ ისეთი მრგვალი და დაბალი ვარ, რომ შეიძლება მათ საზამთროც კი ვეგონო, მაგრამ გარისკვა არ ღირს!--შემდეგ ისევ გაისმა მავრას ბუტ-ბუტი და მალე საკმაოდ დიდი ადგილი გათავისუფლდა კანოეზე.
--არა მკითხე ბავშვები!--წარბები შეჭმუხნა ანიმ, როცა დაიანხა რომ მავრა მათთან აღარ იყო, სამაგიეროდ ბედნიერი სახეებით ნელ-ნელა უერთდებოდნენ მათ ბანაკის წარმოამდგენლები.
მარიამმა სევდიანი თვალები მოავლო გარშემო, ისე თითქოს ცაში ან ხეებზე ეძებს საყვარელ მაქციასო, თუმცა მავრა აღარც ხეებზე ჩანდა და აღაც მდინარეში.
შუადღემდე იმხიარულეს ბავშვებმა და მეგობრების გაოცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგონეს, მარიამის სიხარულით წამოძახებული შორისდებულები:--იუჰუუუ... ვაშა.
საერთო ჟრიამულში, ყველა დარდსა და ნაღველს მიეტოვებინა აქამდე პატიმარივით გამოკეტილი გოგონა და ის ამ წუთებში იყო მათსავით ბავშვური, უდარდელი და მხიარული.
მერე კი გოგონებმა ნელ-ნელა დაიწყეს ამოსვლა წყლიდან, სულ ბოლოს კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ოთხეული შემორჩა და ბოლოს მათაც გადაწყვიტეს კამკამა წყლის დატოვება.
--არ მჯერაააა!!--წყლიდან ამოსვლისთანავე ხელები განცვიფრებით გაშლა ანიმ:--ჩვენი ტანსაცმელი, აქ აღარ არის!
--კარგით რა გოგონებო, რა უგულო სულელები არიან!--კვერი დაუკრა მას ლილემ და ხელებით ახლომდებარე ბუჩქები გადაჩხრიკა, იქნებ აქვე დამალესო, მაგრამ ტანსაცმელი მართლაც აღარსად ჩანდა.
--ეს ცუდი ხუმრობაა, ცუდიი!!--სიბრაზისაგან სახეზე წამოწითლდა ანი და გაბრაზებით მუშტები შეკრა.
--მათ უბრალოდ გაიხუმრეს!--ნაძლადევად გაეღიმა ლილეს.
--ძალიან ხუმარანი კი არიან ღმერთმანი ეს სიყვარულის ფერიები!--ტუჩები უკმაყოფილოდ აიბზუა ანიმ:--თუმცა სულაც არ იქნება ცუდი აზრი, სიკეთის რამოდენიმე პუნქტს თუ გავაცნობთ მათ.
--კარგი, მაშინ სიყვარულით გაგვეხუმრენ!--მეგობრის სიბრაზის გაბათილებას კიდევ შეეცადა ლილე, თუმცა თავადაც ხვდებოდა რომ საქმე კარგად ვერ იყო.
--ასე როგორ დავბრუნდებით?--მათ საუბარში ჩაერია ნიცა, რომელსაც ამასობაში ახლომდებარე ბუჩქები სულ გადაეჩხრიკა.
--ვერ გეტყვი, არც ერთი მშვენიერი აზრი არ იბადება ჩემს ლამაზ თავში!--მხრები აიჩეჩა ანიმ.
--მავრაა... მავრააა...---მათდა გასაოცრად, აქამდე ჩუმად მდგარი მარიამის ხმა გაისმა.
სამივეს გაკვირვებისაგან თვალები დაუმრგვალდათ.
--მავრაა...--გაიძახოდა ისევ მარიამი და მაღლა, ჩიტების სამყოფელიდან უხმობდა თავის განუყრელ მეგობარს და ძალიან იყო დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად გაიგებდა მის ძახილს.
მავრა არა, მაგრამ გიორგი კი გამოჩნდა ბილიკზე, ტყის სიღმიდან რომ მოდიოდა სტვენა სტვენით და თითქოს რაიმე დიდ საგანძურს მოაბრძნებსო, ისეთი ამაყი გამომეტყელება ჰქონდა სახეზე, მაიხლოვებისას კი ღიმილით ჰკითხა საცურაო კოსტუმების ამარა დარჩენილ გოგონებს:--შემთხვევით ამ ტანსაცმელს ხომ არ ეძებთ?
--გიორგი, რა კარგია... სად იყო?
--გოგონები მიარბენინებდნენ და გამოვართვი.
--შენ ჩვენი მხსნელი ხარ!
--აბა რა... ტყუილად როდი წამოვედი გმირთა ბანაკში.--ქათინაური შეიფერა ბიჭმა და უფრო მეტად გაიბღინძა.
--საძგლები!--გაბრაზებას ჯერ კიდევ ვერ თოკავდა ანი და თვალებიდან ისევ ნაპერწკლებს ჰყრიდა.
--კარგი რა ანი, ამ ყველაფერში კარგი ვერაფერი დაინახე?--წყენით ჩაეკითხა ლილე მეგობარს.
--კარგი? კარგი რა იყო? თუ როგორ გაგვამასხარავეს პატარა ქალბატონრებმა?
--არა ეს ცუდი ფაქტია, მაგრამ მარიამის ხმაც გავიონეთ.
ანი გაჩუმდა, მან მხოლოდ ახლაღა გაიაზრა ამ სიახლის მშვენიერება და სიყვარულით ჩაეკითხა ისევ ჩუმად მჯდარ მარიამს, რომელიც დიდი წვალებით იკრავდა ბოტასზე თასმებს.
--კიდევ არ გვეტყვი რამეს მარი?
მარიმ თავი გააქნია.
--მე ერთ რამეს მივხვდი!--ბრძნული გამომეტყველება მიიღო ანიმ და იდუმალი ხმით დაამატა:--ის მხოლოდ მაშინ ამბობს რამეს, როცა რაღაც ან ძალიან უხარია და ან სწყინს.
--მართალი ხარ!--ვარაუდი დაუდასტუა ლილემაც.
--ჰოდა, შევეცადოთ ბევრი კარგი ემოცია მივცეთ!--მხიარულად გადაწყვიტეს მეგობრებმა და მუსაიფით გაუყვნენ გზას გომბორელასკენ.
მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის
სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გახადეთ თქვენი სახლი უფრო უსაფრთხო და არ დატოვოთ 5 წლამდე ასაკის ბავშვი აბაზანაში მარტო. დარწმუნდით, რომ მანქანის სავარძლები სწორად არის დამონტაჟებული და მოსთხოვეთ თქვენს შვილს, გაიკეთოს ჩაფხუტი ველოსიპედზე ან სკუტერზე ჯდომისას.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო