kids.ge logo

ჩიტი იუმორის გრძნობით

ფავორიტებში დამატება

აქეთ-იქით დავხტივარ მავთულზე, ხან ხის ტოტზე გადავფრინდები, მერე გადმოვფრინდები და ისევ მავთულზე მოვიკალათებ... რა ვქნა, მცივა! თან მშია. ცალი თვალით მაღლა ვიყურები, იქნებ ეს შავი ღრუბელი ოდნავ მაინც დაიძრას და მზეს მივეფიცხო, მაგრამ არა, დგას ასე გაშეშებული და ფიფქებს უყრის თავს. ეჰ, ნამდვილად მოთოვს! ფანჯრის გაღებას ველოდები... რომელი ფანჯრისას და ჩემ წინ აშენებული უშველებელი კორპუსის ნებისმიერი ფანჯრის. ზოგჯერ პურის ნამცეცებს გვიყრიან ჩიტებს და... თოვა დაიწყო! დავრჩი მშიერი! ახლა რომც გადმოყარონ ფიფქს შეერევა და აკენკვა შეუძლებელი გახდება... ფრთებს მაგრად მივიკრავ ტანზე, რომ არ შემცივდეს, თვალებს დავხუჭავ და ასე დავიძინებ მავთულზე. ჩემ გარდა აქ კიდევ 5 ბეღურა ზის და თვლემს. ეტყობა თოვლს რაღაც უცნაური სიმშვიდე მოაქვს, თორემ სად გაგონილა, ყინვაში მშიერსა და უსახლკაროს ძილი გერეოდეს. რატომღაც ერთი გამოცანა გამახსენდა და გამეცინა. აბა თუ იცით, რამდენი ბეღურა დარჩება მავთულზე მაშინ, როცა იჯდა 22 და მონადირემ მოკლა 3. თვლით თავს ნუ შეიწუხებთ. სწორი პასუხია: არცერთი, რადგან ხმაურზე ჩიტები ვფრთხებით და მივფრინავთ, სულაც არ გვაქვს იმდენი გამბედაობა, რომ ადგილზე დავრჩეთ და მოვიფიქროთ, როგორ მოვიგერიოთ მოძალადე...

            აი, ამ სულელს დამიხედეთ ერთი, გამოსულა ამ თოვლში შურდულით და ჩიტებს უმიზნებს. დავუშვათ გამარტყა, მერე რა? ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შეჭმას არ გეგმავს და თუ იმის აუცილებლობა არ აქვს, რომ ცოცხალი არსება მოინადიროს, მაშინ უსულო საგნებს რომ ესროლოს, რა მოხდება? დიდი რამე, ასე ივარჯიშოს დამიზნებაში ვაჟბატონმა. გასაოცარია პირდაპირ, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რამეს მიზანში მოარტყამ თუ არა, რას გაძლევს ეს ძალიან საინტერესოა?!. სულ სხვა მიზანზე უნდა იფიქრო სულელო ბიჭო, მაგალითად: როგორ გახდე უფრო ჭკვიანი, უფრო კეთილგანწყობილი და ისეთი, რომ უმიზეზოდ არ ხოცო ჩიტები... აი, კიდევ გაისროლა. მგონი დროა მივფრინდე და ჭკუა ვასწავლო...

ჰო, არ შემეშინდა, იქვე კუნძზე ჩამოვფრინდი და შურდულიან ბიჭს დავუძახე:

-          წრიპ, წრიპ! - ინსტიქტურად შემართული შურდული ჩემკენ მოაბრუნა...

-          წრიპ, წრიპ! - არ ვნებდებოდი, თვალებში ვუყურებდი და ვუღიმოდი.

შევამჩნიე, რომ გაკვირვება დაეტყო სახეზე. შურდული ნელა დაუშვა და წამოიყვირა: -ე, რა მაგარია, ბეღურა მიღიმის! - უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, ვცდილობდი ჩიტის გული არ გამსკდომოდა ან არ გავფრენილიყავი. უნდა გამეძლო! რას მიზამდა, უკვე მოშინაურებული იყო, ჩემიანივით იქცეოდა... სიმპატია, მოწონება, აღფრთოვანება და გაოცება ერთად იკითხებოდა მის სახეზე, გავფრინდებოდი და ყველა ეს ემოცია ერთ წამში გაქრებოდა, ერთ სულელ ჩიტად დავრჩებოდი მის მეხსიერებაში. არა, რამენაირად უნდა გამეძლო ადამიანის  სიახლოვისთვის, დაჟინებული მზერისათვის და გაკრეჭილი პირისთვის, რომელიც შეჭმას ნამდვილად არ მიპირებდა...

მოულოდნელად ბიჭმა ჩემ წინ, კუნძზე ჩამოცვენილი თოვლის ფიფქები ხელით გადაწმინდა. ჯიბიდან ბურბუშელა ამოაძვრინა, დაფშვნა და წინ დამიყარა. უხ, რა გემრიელად შევექეცი, რომ იცოდეთ, სხვა ბეღურებიც მოფრინდნენ და ატყდა ერთი ჟივილ-ხივილი. საჭმელი რომ გათავდა მე არ წავსულვარ, მადლობის ნიშნად კიდევ ერთხელ გავუღიმე ბიჭს და გავფრინდი.

არასდროს მინახავს ჩიტი იუმორის გრძნობით... - ბუტბუტებდა ბიჭი და შურდულს ჯიბეში იტენიდა. თან თვალებით მეძებდა და ხელს მიქნევდა დამშვიდობების ნიშნად. ასე გადავარჩინე ჩემი ღიმილით იმ დღეს ბეღურები და საკუთარი თავიც შურდულიდან ნასროლ კენჭებს.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს ფიქრს, დამახსოვრებას, პრობლემების გადაჭრას, თავისი აზრების, ემოციების გამოხატვასა და მათთან გამკლავებას.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026