kids.ge logo

საკვირაო ხელოვნების პროგრამა

ხელოვნების საკვირაო პროგრამა

რა არის ხელოვნების საკვირაო პროგრამა?

ხელოვნების საკვირაო პროგრამა - არის შემეცნებითი, საინტერესო აქტივობებით დახუნძლული, საგანმანათლებლო, სახალისო და ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებას.  სწავლა მიმდინარეობს Kids.ge-ის ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრში და ის ორიენტირებულია ორ ძირითად საგანზე: ხატვა (ფერწერა, გრაფიკა) და ბუნებრივი თიხით (კერამიკა).

პროგრამის მიზანია განავითაროს ბავშვების შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარები პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით; გაეცნონ თანამედროვე და კლასიკოს არტისტებსა და მათ შემოქმედებას. პროგრამა განკუთვნილია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის. ხატვისა და კერამიკის კურსები შედგენილია მათი ასაკის შესაბამისად. ბავშვები ისწავლიან ხატვის საფუძვლებს, გაივლიან სხვადასხვა ტექნიკას და სტილს; ხოლო კერამიკის გაკვეთილებზე, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან ნებისმიერი ფორმის სკულპტურები, თავიანთი უნიკალური წარმოსახვის მიხედვით, რაშიც ჩვენი დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგები უხელმძღვანელებენ. ყველა ის აქტივობა, რომელსაც პროგრამა მოიცავს, ხელს უწყობს არა მხოლოდ შემოქმედებითი უნარების განვითარებას, აცნობს ხელოვნებასა და კულტურას - არამედ აუმჯობესებს წვრილ მოტორული უნარებს, ყურადღებას, კონცენტრაციას განვითარებას, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისათვის.

 

გაკვეთილების განრიგი

პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები იმართება ყოველ კვირა დღეს. დღეში ტარდება ორი მეცადინეობა: ერთი ხატვის და მეორე ძერწვა (კერამიკა). თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 50 წუთია, ანუ ჯამში ბავშვები საათსა და 45 წუთს დაჰყოფენ ჩვენთან.

ჯგუფების განრიგი:

  • 11:00 სთ
  • 13:00 სთ
  • 15:00 სთ

 

სწავლის საფასური

ხელოვნების საკვირაო პროგრამაზე სწავლის საფასურია 110 ლარი თვეში. საფასური მოიცავს ყველა საჭირო მასალას, რომელიც თქვენს ბავშვს დასჭირდება კურსის განმავლობაში. მათ შორისაა მაღალი ხარისხის საღებავები, მაღალი ხარისხის, ქართული ბუნებრივი თიხა; ასევე ყველა საჭირო აღჭურვილობა როგორც ძერწვისათვის, ასევე ხატვისთვის (ფუნჯები, წინსაფრები და ა.შ.). დედმამიშვილების შემთხვევაში, თითო ბავშვზე სწავლის საფასური 100 ლარია.

 

რეგისტრაცია

გაიარეთ  ონლაინ რეგისტრაცია  ან დაგვიკავშირდით: 591 42-11-00

„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

აუხსენით, რომ უფლებები და მოვალეობები ურთიერთდაკავშირებულია

აუხსენით ბავშვს, რომ მისი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების უფლებები.

Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ემოციური ლექსიკონი

დაეხმარეთ ბავშვს, გააფართოვოს თავისი ემოციური ლექსიკონი, რათა მან შეძლოს ემოციების უფრო ზუსტად აღწერა.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025