kids.ge logo

მუშის ნატვრა

ფავორიტებში დამატება
ვისაც რა უნდა უყვარდეს,
სულ სხვაა ჩემი ტრფილი:
მიყვარს პირწმინდა ნამგალი,
მისი ყანაში ტრილი!..

თავი მოუკვდეს ზოგიერთს,
რომ იტაცებენ სხვისასა…
საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან,
ურცხვად ივსებენ ქისასა.

ქორი ვარ, სხვას რომ მოვტაცო?
რად გავიშავო პირი მე?
გარს შემოვევლე ჩემს გუთანს!
ჩემი სახნისის ჭირიმე!

რად დავიბნელო სიხარბით
სამიწე წუთის თვალები?
ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა,
ნაჯახ-ცულს ვენაცვალები!..

რაც ჩემი ურმის არ არის,
სახლში არ შემიტანია!
ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის
ოფლით არ გამიბანია!

ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!
თავი არ მომაქვს საკვეხნად,
თავდებად მაღლა ზეცა მყავს
და დედამიწა ამ ქვეყნად.

ვისაც ვინ უნდა უყვარდეს
სულ სხვაა ჩემი ტრფილი,
სანამდი მადლით დამყურებს
საშვილიშვილოდ ღვთის თვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...მგელი და კრავიერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ სურდა. თურმე...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026