kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,
ციდამ მანანის დენასა;
ბუნების გამოღვიძებას,
ფრინველთ სამო სტვენასა, -
გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,
დრეს ისევ ვიდგამ ენასა.
ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა
პირად ჭირს, კერძო წყენასა?!
მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა
ან გულზე ჟანგი მდებოდა...
გული აძგერდა სხვარიგად:
ვნახე, ზამთარი კვდებოდა.
მტარვალად გამომცქირალი
მთებზე ყინული დნებოდა;
და ჰა სულ-გულის სიცოცხლე
სამარიდამა დგებოდა!
ყეფებულან ხევები,
ცეცხლს აკვესებენ პირითა:
ვის მუქარაზე მიდიან,
ვის აკვნესებენ ჭირითა?
იქნება მაყრები იყვნენ,
მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?
კართანას უცდის არაგვი
ვეფხვი ალმასის კბილითა:
"მოვიდეს, ვინაც ვაჟია!"
ადრტვინებულა ჟინითა.
როს სცემს სალსა კლდეებსა,
გამაძღრებსა ძილითა.
ამდგარა ამირანიცა,
კლდეში დაბმული ჯაჭვითა.
დაბღუჯია ხმლის ვადა
მოღალავის მაჯითა,
კვლავ სთელავს დედამიწასა
თვალ-გაუწვდენის ლაჯითა;
სისხლს იძევს, ვინაც ტყვების
გმირი აწამა ბაჟითა.
საცა გავხედნებ, ყველგანა
ზღვა მოვარდნილა მწვანისა,
გულისა გამგულებელი,
დამათრობელი თვალისა.
დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
დარდი არა მაქვს ხვალისა.
მაც მომცა სალამი,
დამ კვლავ ძმა იცნო თავისა.
გვერდს უდგა დიკონაი,
როგორ ამაყად ჰყვავისა!..
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვს დავისა!
1898 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

კაფია
მცირე რამ შემონაწირი
მიიღე თავის ძმისგანა,—...
სიტყვა ეული
სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,...
მუტრუკი მიტომ მუტრუკობს
მუტრუკი მიტომ მუტრუკობს,
დედა ჰყოლია ვირიო....
ალექსანდრე ყაზბეგს
შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,...
ჩიტი-ჩიორა
ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ვარადაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „გაზაფხული“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „გაზაფხული“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბერძენიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ წიგნები მეგობრებთან გაცვალოს

წაახალისეთ ბავშვი, რომ გაუზიაროს წიგნები მეგობრებს და ისაუბროს მათზე.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სწავლაზე და ლექსები სკოლაზე

გივი ჭიჭინაძე
ვისწავლოთ ანგარიში

გივი ჭიჭინაძე

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი,
უკვე ვიცი დათვლა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სწავლაზე და ლექსები სკოლაზე

სოფო გასიტაშვილი
მომავალი ტიკტიკა

სოფო გასიტაშვილი

მერე რა, თუ ყველა სიტყვას
დიდებივით ვერ ვამბობ,...
ნათია აბულაძე
გიორგი და მაია

ნათია აბულაძე

გიორგი და მაია
მეგობრები არიან,...
ნოდარ დუმბაძე
ბაღი

ნოდარ დუმბაძე

მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,...
ელიზბარ გაბუნია
ას ორი წლის კუს ოცნება

ელიზბარ გაბუნია

რაც ისწავლა, კარგად ახსოვს,
ას ორი წლის კუს....
ცირა ტურაშვილი
*** (ერთს რომ ერთი მივუმატოთ)

ცირა ტურაშვილი

ერთს რომ ერთი მივუმატოთ,
მეკითხები მალ-მალე,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სწავლაზე და ლექსები სკოლაზე

მანანა ტონია
მოსწავლე წიწილები

მანანა ტონია

ერთხელ მამალსაც მოუნდა,
რომ გახდეს მასწავლებელი,...
გივი ჭიჭინაძე
ასოხატულა კუნწულები

გივი ჭიჭინაძე

არჩევანი, არადანი.
ალამს ახვევს ალამდარი....
მანანა ტონია
მხიარული ზღაპარი ნოტებზე

მანანა ტონია

აი ისიც მობრძანდააა,
ჩვენი ზღაპრის გუდა,...
დავით გურამიშვილი
სწავლა მოსწავლეთა

დავით გურამიშვილი

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;...
მანანა ტონია
დაგვეხმარეთ, ბავშვებო!

მანანა ტონია

ერთხელაც, განსჯა დაიწყეს
გრძნობათა ორგანოებმა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026