kids.ge logo

ანდერძი

ფავორიტებში დამატება
ყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
შუგულ ცეცხლში გადავარდნილი.

გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
ყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები!

რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!

ყავი მუდამ შეშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.

ნუ მოსურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!

ყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუაჩემიის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბ...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით, მოსავალით აივსო კოლექტივის ველები. დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ ...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ვარადაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „ანდერძი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026