kids.ge logo

ქართვლის დედას

ფავორიტებში დამატება
აწმყო, შობილი წარსულისაგან,
რის მშობელი მომავალისა.
ლეიბნიცი.


ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
წინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
მხნება, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, —
შთაგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
სე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
კან ჰრჩეს კვალი განათლებული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...სანთელივზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, რომელიც წეღან უხვად ნათელსა ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა და თვალ-წი...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026