kids.ge logo

გამტყორცა სოფელმა

ფავორიტებში დამატება
გამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა;
დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად!
რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი;
სიცოცხლეს ღა ვჰპოებ ძნელად და ძნელად!

ვინ ჰპოვა სოფლისგან ბედნირება?
ვინცა სცნობს წყეულსა, - დაეკრძალება!
ნუგეშოს მართებს მართლად ვაბა,
სტიროდეს და რბოდეს ველად და ველად!

მიჯნურთაგან რა გსურს, წუთი-სოფელო,
ყოველთა მოლექსეთ დამდუმებელო?
ჩემებრ ბედ-წარსრულზედ გინდ ისახელო?!
დამსვი გულ-მდუღარედ, მწველად და მწველად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსამე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა! მე განგიცხადებ დანამალებსა! რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა, ხელი რად მიჰყ...რა გული დავაგე შენად სარებლადრა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით! ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად, მისთ...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...ტანო ტატანოტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026