kids.ge logo

რა გული დავაგე შენად სარებლად

ფავორიტებში დამატება
რა გული დავაგე შენად სარებლად,
მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით!
ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად,
მისთვის თავს შეგწირავ მითამ არებით!
როს ვარდი მიშალე და მანდარია,
მით მოჰკალ ბულბული და მან დარია;
კვლავ ემი სალბუნი დამანდარია;
თუ მწყლავ, ნუ განმაგდებ მითამარებით!
მე იგი ვარ, ოდეს ამარეს არა,
არ იდრიდი მთენთა ამარეს არა.
აწ არღა მომხედე ამარეს არა,
მე სხვათ მიცნობ სხვისა მითამარებით!
ან არ მნახო მრხეო დარედა,
ვინ უწყალოდ გული დარედა!
შენთვის მკვდარს ყარიბზედ დარედა,
ნუ თუ კვლავ მაცოცხლო მითამ არებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...ანტონი კათალიკოსზედანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე; ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ; ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026