kids.ge logo

შეყრილან ერთად მკრთოლვარენი

ფავორიტებში დამატება
შეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი,
ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი,
ლალნი, შემცველნი მარგალიტთა, მკვლელ ეშყნი მათნი,
ფშვიან სუმბულთა, სუნნელება მჰსგავს კასიათნი.
ვაჲ, აწ ვსცან ამ სოფლის საქმენი და ხასიათნი!

განვჰკრთი, რა ვნახე, რომელს მდიდრად ჰშვენიან თალხნი,
მისთვის შეცავ აწ სევდასა, მაქვს სულთქმა-ახნი!
მას ვევედრები: ვებრალოდე, მცეს მუფარახნი!
ესრეთ განვსრულ-ვარ, განვაკვირვნი პირველნი მნახნი!
მოდით მის ხმობად ყოვლნი ბრძენნი ხმელთა და ზღვათნი!

ვეტრფი სურვილით, ვის შვიდნივე არა ჰყავს სწორნი!
დეს ვიხილე, მყის გაცუდნეს მნათობნი ორნი!
ჰხამს, გეწყალვოდეთ, ვისცა გესმნესთ, ახლო და შორნი!
მად ვსტირ, მისნი ვერა რა ვჰსცან საქმენი სწორნი!
მისოდ მყოფსა აწ მომძულდეს მიდამო სრათნი!

მოი, მთვარეო, შემიბრალე, სახმილს ვჰზი მწველსა!
წყლავს ყელსა ესდენ, ჰკლავს სიშორე შმაგსა და ხელსა!
ცნობა მიმეღო, ვეღარ შლენ გჭვრეტ, ტრფიალთ ნათელსა!
ვჰსწყევ ეტლსა ჩემსა: მარად მიმცა მახვილს მწველ-მჭრელსა!
საჯე, მუშთარო, მსწრაფლ მესივნეს მისნი ჯალათნი!

ჰე საწუთროო! რად ჩამაგდე ესოდენ ჭირსა!
დატყვევდა გული, მოუთმენლად ნიდაგ ტირსა.
ვერ ვჰპოვე შემწე, მან ნუგეშს-მჰცეს სიცოცხლეს მწირსა;
მად მივეცი დაუცდელად სულთქმასა ხშირსა!
ჰოი, უწყალოვ, გაქვს ქცევანი ცუდნი და ხლათნი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...ვაშა მას დღესვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი...ანბანთ-ქებაარს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, იალ კმობით, ლალ-მინობით, ნებ-ორბობით პირ-ჟირობი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026