kids.ge logo

ხმა სირინოს

ფავორიტებში დამატება
ხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს,
დამქროლო ნივო, არვედ ერე!
მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს,
შვიდთა მთენთა ერთი ხლებად ერე!
ვინ სულთ ბაზრად შეშენენ შენები,
მუნ სადაღნი შავად საგნად შენები!
მეტყვი: "მოი, გულო შავ-გლახ, შენ ები,
ძვირად სადმე საფარდულად ერე!
თეთრთა ზღვათა შავნი ნავნი მანავნი,
ესრეთ ვჰგონე, მან განავნა მანავნი;
არ იკადრა ლიმენს ტევრი მან ავნი.
შავნი ჰინდნი მას დარაჯად ერე!
ვსთქვი: რა ვნახე უცხო სახე დარანი,
მიესხივნეს გულთ სათენი დარანი.
ლალს მოეცვა ბარანის დარანი,
სადაფს ვარქვი: "შენ ტილად ერე!"
ვარდსა ბაღი გაწითლა არვებით;
თუ შევეხით, არ უეკლოდ, არ ვებით.
მისს მაჯნუნსა რამცა ჰქონდეს არ ვებით!
ჰხამს ეკალი ზედან გულზედ ერე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...პირ ზამბახნიპირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობი...რაც მიიწერა სოფელმანრაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყ...მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026