kids.ge logo

მამიკოს ბიჭი

ფავორიტებში დამატება

დილიადრიან დედიკო
ფაფას მიმზადებს ბრინჯიანს.
მასობაში, ვვარჯიშობ,
მკლავებზე კუნთებს ვისინჯავ.
მჯერა, რომ მამიკოსავით
მეც კუნთმაგარი გავხდები,
მიტომ გირებს ვეწევი,-
გართობისათვის არ ვცდები.
მამასთან ერთად ვკაჟდები,
ზოს გარს ვურბენთ ძუნძულით.
მეზობლებს მეტად ახარებთ
ჩვენი ვარჯიში გუნდური.
ბაგირზე ვცოცავთ ორივე,
უზში ვხტებით თავურით,
ვთამაშობთ ფეხბურთს, კალათბურთს
სტვენით და აურზარით.
როდესაც სახლში ვბრუნდებით
ვტრაბახობთ მორიგებით:
უბნის გოგოებს დამცველად
მარტო ჩვენ ორნიც ვეყოფით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ინტერნეტ-გმირითხუთმეტ ნინძას ნიღბიანს ვეომები დილიდან, თაგვს რომ დავაწკაუნებ, ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ. ახალ ეტაპს დავიწყებ...დედამიწასამყაროში ასეა, დედამიწა იბრუნებს, ბუნებას თუ მოვუვლით- მაშინ ჩვენზეც იზრუნებს: ტყე ისევ იშრიალებს,- სუფთ...პრანჭია ანოროცა დედა გადის გარეთ ერთ ჯადოსნურს ვაღებ კარებს, მის ოთახში ვიპარები და სარკის წინ ვიპრანჭები: ვდგები მა...ჩურჩხელაგემრიელი ნუგბარია, ჩვენში უყვარს თითქმის ყველას. ჭკუას გმატებს, ძალას შეგძენს ნიგვზიანი ეს ჩურჩხელა. თევზ...ჩვენი ქვეყნის ბუნებასაქართველოს ბუნება საოცარი განძია. მთებზე ჯიხვი ბინადრობს, ტყეში,- მურა დათვია. ბალახზე რომ მოცოცავს,- ეს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026