kids.ge logo

მეხანძრე სპილო

ფავორიტებში დამატება

სპლიყვი ვიყავ, გავიზარდე,
სპილო გავხდი, მაგარი.
არ დამცინოთ, ბავშვებო,
არ დაწყოთ ხარხარი.
სახანძროში ვმუშაობ.
ერთი კვირა არც არი.
რაც დამნიშნეს მეხანძრედ.
დღეს, დამეცა თავზარი.
დამირეკეს, მოდიო,
ჩააქრეო ხანძარი!
დავიბენი, დავიწყე
აქეთ-იქეთ ცანცარი.
მანქანაში ჩავჯექი,
ვერაფრით ვერ დავძარი.
იქნებ ფეხით მივუსწრო,
ფეხით წავალ რაც არი...
ტყეში გზა ამერია,
ხელს მიშლიდა ნაძვნარი.
გული ამოვარდნაზე,
ქუსლები კი, დამსკდარი.
როგორც იქნა მივედი,
ხვნეშით, ბანცალ-ბანცალით.
მეგონა, რომ სახლისგან
დამხვდებოდა ნაცარი.
ვხედავ, ცხადად, თხის სახლი
დგას, არ არის დამწვარი!
ჩემს მისვლამდე თურმე ხალხს
ჩაუქრია ხანძარი.
მაგრამ ყველა ვინც დამხვდა
ჩემზე იყო გამწყრალი:
,,შენ რა მეხანძრე ხარო,
ნითო, საწყალი,
სამსახურში არ ჩქარობ,
სხვაგან გიყვარს წანწალი;
აქვე დაჭირეთო"
მოტანეს ბაწარი.
თავი ძლივს გავიმართლე,
სე, გულის ფანცქალით:
,,არც მანქანა მივარგა,
არც ,,შლანგი" მაქვს, არც წყალი.
თან მარტო ვარ, ხომ ხედავთ.
განა არ ვარ მართალი?"
,,ტყის სახანძროს უფროსი
დათვი შესაცვლელია"-
ლომმა დაიღრილა:
,,და თან დასასჯელია!
ზარალი კი, სასწრაფოდ
დღესვე დასათვლელია"
გადაწყვიტეს, დამხმარედ
დამინიშნეს მელია.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ელიზბარ გაბუნიას სხვა ლექსები:

წრუწუნა და ფისო
- წრუწუნ! რომ ვერ გიჭერდი,
დამცინოდნენ შენ გამო,...
კომბლე და მგელი
იყო ერთი კომბლე,
ყავდა ორი ცხვარი....
სპილო
გააჩერა სპილომ
მოძრაობა გზაზე...
ნუ მაშინებ ამუნია!
ნუ მაშინებ ამუნია,
კარზე ნუ მიკაკუნებ;...
მეტიჩარა
მეტიჩარა რატომ ვარ,
რომ ვატარებ სათვალეს? ...
„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ელიზბარ გაბუნიას ლექსი „მეხანძრე სპილო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მეხანძრე სპილო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მედიაწიგნიერება

ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს, როგორ მუშაობს მედია და როგორ შეაფასოს ინფორმაცია, რომელსაც ის იღებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები შრომაზე

ვასილ გულეური
საზიარო ნაკვეთი

ვასილ გულეური

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,...
შიო მღვიმელი
ჩიტი და ილა

შიო მღვიმელი

პატარა ილამ ეზოში
ბევრი იცელქა დილითა;...
მანანა ტონია
საოცარი ქვეყანა

მანანა ტონია

ზღაპრის გუდა ამ დილით,
გზაზედ შემომეყარა,...
მანანა ტონია
მუქთა მჭამელები

მანანა ტონია

ბატმა ცომი მოზილა,
თეთრი, თეთრი, ფითქინა,...
მანანა ტონია
„ადიდასისგან“ იმედგაცრუება

მანანა ტონია

ბაყაყი ქვაზე შესკუპდა,
ყველაფერს იკლებს ყიყინით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები შრომაზე

ელიზბარ გაბუნია
თეთრი ფარდა

ელიზბარ გაბუნია

დღეს დედიკომ ჩემს ოთახში
ჩამოკიდა თეთრი ფარდა....
ნათია ჯანაშია
რა ქნას ყვავმა

ნათია ჯანაშია

- აგვიკელი ჩხავილით,
ყურთასმენა წაიღე,...
მანანა კაკაჩია
თინა, მურა და ფისო

მანანა კაკაჩია

ზამთარია. სიხარულით
თოვლში დარბის ცელქი თინა,...
ნათია  დაშნიანი
კურდღელი და კუ

ნათია დაშნიანი

კუმ თქვა: კურდღელს ვერ ვაჯობე
ვერც სირბილში, ვერც ჭამაში,...
თამარ ჭეიშვილი
მამალი

თამარ ჭეიშვილი

უჰ, ისეთი მამალი
მოგვიყვანეს სოფლიდან,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები შრომაზე

აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
მანანა ტონია
სუფთა ღრუტუნია

მანანა ტონია

ბინძური და ლაფიანი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,...
ვასილ გვეტაძე
ზოოპარკში

ვასილ გვეტაძე

ერთხელ კიდევ რომ ნახოს
საოცრება ნამდვილი,...
მანანა ტონია
ბადი ბელი

მანანა ტონია

გალიაში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,...
მანანა ტონია
მგელი და კრავი

მანანა ტონია

ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026