kids.ge logo

ზურიკო

ფავორიტებში დამატება

1

- რატომ სტირი ზურიკო?
გაგაბრაზა ვინა?
- ვტირი, აბა დედიკო,
როგორ მომეთმინა?
იმ პატარა გოგონამ,
თინა როა, თინა...
მე არ ვიცი რა მოხდა,
ჩემგან რა ეწყინა;
ბურთი რომ არ ვათხოვე,
ჯოხით შემაშინა,
კან გამომეკიდა,
ქვები დამიშინა;
ი, რატომ მოვედი,
დროზე ადრე შინა.

2

- დღეს, დედიკო, იცი რა?
შევირიგე თინა.
ჩემი ბურთი ვათხოვე,
გულით გამიცინა;
და მეც, სიხარულისგან
სახე გამებრწყინა.
ხომ კარგია, დედი, რომ
შევირიგე თინა?
თორემ ვნერვილობდი,
ღამეც არ მეძინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მითხარ, ქარო!- მითხარ, ქარო! რატომ დაჰქრი? ხეებს ტოტებს რად ულეწავ? მტვერს თვალებში რატომ გვაყრი? დავარცხნილ თმებს რად...ირინა და ხბო- დედი, დედი! იცი, რა?- მე ბოჩოლამ მირქინა! უკან გამომეკიდა და კინაღამ მიკბინა. -არ გრცხვენია ირინა? ხბომ...მივიწყებული ფისორა ხანია პატრონს დაავიწყდა ფისო. პურსაც კი, არ აჭმევს, ფეისბუგზე ზისო. მშიერ-მწყურვალ ფისოს ცხარე ცრემლი ...კომბოსტოშიკომბოსტოში მიპოვნეს მე ასეთი პაწია. აქვე ნახა კურდღელმაც თურმე თავის ბაჭია. კომბოსტოში თუ ვჩნდებით, მინდა...ფანქარზე გაბრაზებულიგავებუტე ჩემს ფანქარს, რადგან კარგად ვერ ხატავს, ვერც სახლს, ვერც ძაღლს, ვერც კატას... არა, თხა და კვატია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026