kids.ge logo

Ძაღლი და სანდრო

ფავორიტებში დამატება

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა,
ვინ ხარ, ანდა რა ჯიშის.
წამო ჩემთან ვიმეგობროთ,
და დავიწყოთ ვარჯიში.

დედაჩემი კეთილია.
ყველას უხვად აპურებს.
დაბადების დღეზე, ვიცი,
დაგიცხობს ხაჭაპურებს.

დილით ერთად გავიღვიძებთ,
Მარტო არ ვიქნები ღამით,
ხანდახან თუ ბევრს იყეფებ,
Განა რა შავდება ამით.

დედამ მითხრა, მეგობარი
უნდა იყოს სულ სანდო.
სახლისაკენ ძაღლთან ერთად,
მიბიჯებს დღეს სანდრო

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026