kids.ge logo

ქართველო, ხელი ხმალს იკარ

ფავორიტებში დამატება
ქართველო,ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა,
თავისუფლების შოვნაÎ
სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც,
მტერთან გულდაგულ ომია.
მაშ, მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა -
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026