kids.ge logo

ხელოვნება

ფავორიტებში დამატება
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასობით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასობით?
გადირეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მერე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
რის წმინდა პოზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

რის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
ირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ის წაიყვანა ოცნებამ მისმაის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. ...კახეთის მთვარეცა ვარსკვლავების ჭიქით გადაფარული არის, აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის. ჩვენ მივდიოდით მთაში, ვერ...ვილანელიყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების ...ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026