kids.ge logo

სად?

ფავორიტებში დამატება
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მისაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
დემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
უხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მისაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბრუნებალიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...განახლდა გულიგანახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამ...მიცვალებულის ხსოვნამგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს. სახლის კარებთან უმოძრაოდ ...ყველას რაიმე აქვს სახსოვარიზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი, ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი, სურათი რამე კარგზე მგლოვარი, ყველას რაიმე ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026