kids.ge logo

მოდის ჭალების სული მცურავი

ფავორიტებში დამატება
შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,
არ გახსენდება დიდი შარაგზა.
შენ არ დაწყებ საბარს ცაცხვებს,
ღარ გაბამ მთებს ლაპარაკსა.

არ გაგონდება ჩვენი თუთები,
არ გაგონდება ჩვენი ფშანები.
არც შორი სახლი, ნასათუთები,
არც ღრუბლიან დღის კაშანები,

ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა,
ჩუმი შრილი ნეკერჩხალისა.
მდინარემ წყალი შემოდიდა,
კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა.

დაფარულია მთელი მინდორი,
თანდათან მღვრიე რინი მოდის.
მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი,
მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის.

მოაქვს ხები, მოაქვს მორები,
მოაქვს ჭალების სული მცურავი,
მოახლოვდა სახლებს მორევი,
მდინარის რისხვა და სამდურავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ედგარი მესამედჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამ...მზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქითმზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქით ვსვამ, მიხარია ცეცხლის კლდემანი, სამშობლოს იქით, სიმშვიდის იქით ისევ მეძახ...ისღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა გადააქსოვა სარკმლის მწვანე ბროლს, სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა და დაათოვა სუ...ის წაიყვანა ოცნებამ მისმაის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. ...ბინდი ღამისა გაჰქრაბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი. ხავერდოვანი მდელო ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026