kids.ge logo

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

ფავორიტებში დამატება
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.

შემოღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს აელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იბით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიბით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგირო?
საბედნირო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგირი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზირებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლარიქს სიბირიკა(larix sibirica) ციმბირის ნაძვი ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე? ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე... აწ ჩემი ...მიმღერე რამეროგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული! დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე, იმას იგონებს დაღო...სასწაულსშეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით ...მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...იქით ნუში, აქეთ ნუში…იქით ნუში, აქეთ ნუში, დახეთქილი ბროწეული, ისევ ალუჩების ბუში და ატმების ძოწეული. გადაუგდე ნიავს ყელი, სიო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026