kids.ge logo

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს

ფავორიტებში დამატება
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.
მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმარი,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.

მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დახატავდა.

მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
რა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,

იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს
არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
ყო ღამე, იყო უდაბნოთი,

დეს მშვიდი და უცნობი პოტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს იმ ატმის ყვავილებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთვარე ჭაშიდაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი რაში, მის წინ დევები იღერებენ ეშვებს და დინგებს და თეთრი მთვარე საიდუმლოდ ჩ...ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონახომალდს მიჰყვება თოვლის მადონა და ყვავილები გიიადონა. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო. ...დგება შემოდგომაგუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკე...ორი ასული ნეტარიორი ასული ნეტარი, ორი სხვაგვარი წამება, აქ შორეული მხედარი გული გულს ესაბამება. იქ - ვარსკვლავები ზედაშე,...მწვერვალები ახალ მთებისკავკასიის მაღალ ქედზე მიდიოდნენ სვანები, ეხვეოდნენ ბილიკებად გზები დანაქანები. შუაღამე რომ გადვიდა, ერთი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026