kids.ge logo

რაც არ იწვის, არ ანათებს

ფავორიტებში დამატება
რაც არ იწვის, არ ანათებს, -
ჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიშუქე, სადაც ბნელა!

ერთი წამიც კი სიცოცხლის,
თუ სხივების მომფენია,
სინათლოს და უგრძნობელს
საკუნეს მირჩევნია.

მართალია, მთას რომ დასთოვს,
თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!
თავზე თეთრი, თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;

მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,
სადაც სდაგავს გენია,
ეს კანონი საზოგადო
თავიდანვე ასცდენია.

პოტის გულს, გახურვებულს,
სადაც ელავს, ღელავს გრძნობა,
რას მოუშლის თმა ჭაღარა?
რას დააკლებს ხნოვანობა?

მრწამს სიწმინდე სიყვარულის
სევ ისე, როგორც ძველად,
და გულს ვუგებ საკურთხევლად,
ზედ სიცოცხლის დასაწველად!

თუმც ეს მსხვერპლი სადუმლო
სადუმლოდ იწვის, ქრება,
მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც
რის დიდი ნეტარება…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026