kids.ge logo

სანამ ვიყავ ახალგაზრდა

ფავორიტებში დამატება
სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიმით ძგერდა გული,
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული.

როს დავბერდი, დავუძლურდი,
სახე დაჭკნა, დამეღარა,
სიყვარული რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

სიღარიბე კვალში მდევდა,
კარის-კარზედ დამატარა,
აწ სიმდიდრე რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

ვინც მინდოდა სამეგობროდ,
ყველამ გვერდი ამიარა,
დღეის იქით მეგობარი
გინდ მყავდეს და გინდა არა!

სამართლო დაცინებამ
ჩვენში ბევრჯერ გამამწარა.
ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,
გინდ მაქონ და გინდა არა!

ვისაც ვთხოვდი შემწებას,
ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,
რომ მოვკვდები, რაღად მინდა,
გინდ მიტირონ, გინდა არა!

სული კრული, გული წყლული,
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,
მისთანა სიცოცხლეც კი
გინდ იყოს და გინდა არა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026