kids.ge logo

ახალი წელი

ფავორიტებში დამატება
ნათა, ახალი წელიც
გამოჩნდა თავისი ალმითა;
სუყველას ჩამორა
კარისკარ, ტკბილის სალმითა.

ბალღებს შესძახა: - მოვედი,
დექით, ძილი კმარაო,
მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან
ამ დროს ვერ გახარაო.

თან მოვიტანე თქვენთვისა
სიმკვირცხლე, სიხარულიო,
ხალისი სწავლა-ცოდნისა
და ერის სიყვარულიო:

თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი,
ბასილა, თაფლის კვერიო,
ვაშლი და თხილი მრავალი,
უხვად სხვაც ყველაფერიო;

ბურთი, ბზრილა, ჩიკორი,
სხვადასხვა გასართობიო,
წიგნები ნაირ-ნაირი,
ერთი მერის მჯობიო.

დე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს,
იხტუნეთ, იცქრილეთო,
სხვა წლისთვის შესაგებებლად
ჩემი დღები თვალეთო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026