kids.ge logo

დათუნიას მოსაწვევი ბარათი

ფავორიტებში დამატება
სათაფლიას უსიერში
ყველას, ყველას გელით,
ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი,
სამაყო ბელი.
ფიჭვნარში მაქვს გამართული
მამული და სახლი,
სავსე პანტით, კურკანტელით,
წაბლითა და თაფლით.
ქორწილი მაქვს არნახული,
სმით და ჭამით, დაღლით,
ღონდ არ წამოიყვანოთ
მონადირე ძაღლი,
ღონდ არ წამოიყვანოთ
ტყეში სტუმრად ფუტკარი,
და თუ მოვა, ის ნესტარი
შინ დატოვოს, უთხარით.
ღონდ არ წამოიყვანოთ
მონადირე სოფლის,
და თუ მაინც არ დაიშლის,
შინ დატოვოს თოფი.
თქვენი კარგად ყოფნის მეტი
რაფერი მინდა,
ერთხელ მაინც ვიქეფოთ
ჩხუბრად და მშვიდად.
ჩემს სასახლეს უღრან ტყეში
არ აწვიმს, არ ათოვს,
თუ მეწვევით, გამახარებთ!
მარად თქვენი დათო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...ნუგეშიჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს, შვილიშვილი კი - ერთი. ბებია ამბობს - ჩემს ბედში არ ურევია ღმერთი. ჩემს შვილე...მღერიან თუშის ბიჭებიმიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, ...ვაი დედასა!ტყეში გაისმა კიკინი, შეიძრა მთები სურების, კუჭგამომხმარმა ტურებმა გამოიფხიკეს ყურები. სოროებიდან გამოძვრნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026