kids.ge logo

ლევიკოს ოცნება

ფავორიტებში დამატება
სულ ათებზე ვისწავლი,
და გავხდები მკვლევარი,
დღე და ღამე ოცნებობს,
პაწაწინა ლევანი.

სე ბევრი რამ მინდა,
თითებზეც ვერ დავთვალე,
პირველ რიგში ბებიკოს,
შევუძინო სათვალე,

ბაბუს ხელ-ჯოხს ვაჩუქებ,
ვარაყიან ტარითა,
დედას, -ყავის ფინჯნებსა,
ნაზი მინანქარითა,

საქსოვ ჩხირებს ვუყიდი,
ჩემს უფროსსა დაკოს,
ხოლო მამას, - არ ვიცი,
რა მივართვა მამიკოს?

ალბათ საპარსს შევურჩევ,
კეთესსა თოკაზე,
რადგან აღარ დამჩხვლიტოს,
მან კოცნის დროს ლოყაზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...მზე მიცქერის ფანჯრიდანმზე მიცქერის ფანჯრიდან და დაიწყო დღეო, მიღიმის, მეკითხება, ყავა დალიეო?...ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...წყალი არ ყველა წყალიაგუბევ, გუბევ, შე საბრალო, ზარმაცო და სალახანავ, არ მოგწყინდა სულ ძილი და ერთ ადგილზე ყოფნა განა? ბაყაყები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026