kids.ge logo

დალი და მანანა

ფავორიტებში დამატება
ძილის წინ ციცქნა მანანამ,
ჰკითხა უფროს დას დალის,
სულმოუთქმელად ტიტინებს,
ის ფუშფუშელა ქალი.

ნელ ნელა რომ დაზოზინებს,
კუს სახლში არ ეჩქარება?
ნუთუ შვილები არა ჰყავს,
მათთან არ მიხარება?

ზურგზე რომ ადგას ფარია?
საბრძოლოდ მიდის ნეტავ?
მაშ ჯოხით როცა შევეხე,
ფარში რად ჩაკეტა?

ვარდი წითელი რად არის?
მწვანეა ბალახ ხეცა,
რამე დაშავა და
სე ძალიან შერცხვა?

ვირი რაღაზედ ყროყინებს,
რად აქვს ყურები გრძელი?
მითხარი გოჭებს რას ერჩის,
ის ღორმუცელა მგელი?

ზღარბებს ეკალი რად ჰცმიათ,
რა აქვთ რბილი სამოსი?
თუ ფული გამოლიათ,
მივცეთ პერანგი თამროსი.

გუშინ, ზღვიდან რომ დაბრუნდა,
ზანგი რად გახდა გუჯა?
მართლა იმ მზისა ბრალია,
სე რომ გარუჯა?

მთვარე რად დადის ცაზე და
რად დასდევს ვარსკვლავთ ჯარი?
წვიმის დროს ზემოთ ვინ სტირის,
და რას გვიამბობს ქარი?

ღამით ტყეში რომ ბუ ჰკივის,
რა მოვიდა მითხარ?
მანანა კვლავაც ტიტინებს,
აქვს უამრავი კითხვა.

მითხარი ჩემო დალიკო,
მიწაში რად დევს ქვევრი?
დალი კი დას ეუბნება,-
უნდა ისწავლო ბევრი,

ეხლა რომ მრავალ ნარი,
შენ შეკითხვები გაწუხებს,
ყველა კითხვაზე წიგნები,
გაგცემენ მართალ პასუხებს.

-დას დააფარა საბანი,
ნანას უმღერის დალი,
ცნობისმოყვარემ მილულა,
დასაძინებლად თვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...„ადიდასისგან“ იმედგაცრუებაბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით. ჰკითხა:-აქ, ქვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026