kids.ge logo

სამურაბე ბალი

ფავორიტებში დამატება
ბაღ−ში ბა−ლი დამ−წიფ−და,
ღურ−ღუ−მე−ლა შა−ვუ−ნა,
ფოთ−ლებს მიღ−მა უც−ქე−რენ,
კუნ−წუ−ლე−ბი, მა−ლუ−ლად,

ჩა−საკვ−რე−ხად უხ−მო−ბენ,
დამსკ−და−რი ნა−ყო−ფე−ბი,
ზო−გან კურ−კე−ბიც უ−ჩანთ,
ჩიტ−თა და−ნა−კორტ−ნე−ბი.

ბა−ჩომ კი−ბე მი−ად−გა,
და−ი−კოც მი−ეხ−მა−რა,
მოკ−რე−ფი−ლი ბლე−ბი კი,
ვარცლ−ზე გად−მო−ი−ყა−რა.

მი−ე−სივ−ნენ ბავშ−ვე−ბი,
და გა−მარ−თეს ყი−ჟი−ნა,
ნი−ტაც ფეხ−ზე წა−მოხ−ტა,
უკ−ვე გა−მო−ი−ძი−ნა.

და იც−მე−ვენ ყუ−რებ−ზე ,
ყურ−სა−კი−და კუნ−წუ−ლებს,
პა−წა−წი−ნა რუს−კაც კი,
სარ−კის წინ და−ცუნ−ცუ−ლებს,

მო−ე−თხუპ−ნათ ტუ−ჩე−ბი,
გა−ეტკ−ბი−ლათ თი−თე−ბი,
მწე−რე−ბი ე−სე−ვი−ან,
და−ე−ზარ−დათ ღი−პე−ბი.

ბო−ლოს ერ−თურთს შე−ხე−დეს,
ა−ღარ დარ−ჩა ბა−ლი,
გონს მო−ეგ−ნენ გვი−ან−ღა,
ბა−ჩო, ნიტა,ლალი.

თავ−დახ−რი−ლი, მორ−ცხვე−ბი,
კუ−თხეს ე−წუ−რე−ბი−ან,
სა−მუ−რა−ბედ მინ−და−ო,
სთქვა იმ ბალ−ზე ბე−ბი−ამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაია და ჭიამაიაბევრი ეძება, იპოვა, იმ ცუგრუმელა მაიამ, ხელზე დაისვა, ეფერა, წითელი ჭიამაია. დედიკოს ჰკითხა, აჩვენა, წინ ...დალი და მანანაძილის წინ ციცქნა მანანამ, ჰკითხა უფროს დას დალის, სულმოუთქმელად ტიტინებს, ის ფუშფუშელა ქალი. ნელ ნელა რომ...ლოცვა-ნანინადედა-შვილობის მადლითა, ქრისტე ღმერთის დალოცვითა, დაიძინე, ციცქნა შვილო, იმედო და თვალის ჩინო. ანგელოზი გე...ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...„ადიდასისგან“ იმედგაცრუებაბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით. ჰკითხა:-აქ, ქვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026