kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ერთ დილას მზის სხივები და ლელია ერთად მოადგნენ  მის ქოხს.

- ჩიკუნია, სად ხარ, ჩემო ძაღლო!- ალერსიანი ხმით ეძახდა ლელია და მავთულხლართზე ლითონის კაუჭით ჩამოკიდებულ კარს მოუთმენლად აღებდა.

ლელიას ისე უყვარდა თავისი ძაღლი, რომ მას ათასგვარი საალერსო სიტყვებით მიმართავდა. ძველი მოსაფერებელი სიტყვები რომ ავიწყდებოდა,  ახალს იგონებდა.

ჩიკო ლელიას ყველა სიტყვას ცნობდა.

ეს იყო ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო ბგერები, რაც მას თავის სიცოცხლეში გაეგონა... ამ სიტყვებს  პატრონი ისეთი სითბოთი,  სიყვარულით  და   ალერსით წარმოთქვამდა, რომ  ძაღლს თავგზა ებნეოდა: დაიწყებდა კუდის ქიცინს, ლელიას წვივებზე თბილი დრუნჩით ეგლისებოდა და მზად იყო მისი ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა.

ახლაც, გაიგონა თუ არა ლელიას ალერსიანი ძახილი, აცეტებული   წამოხტა და პატრონისკენ გაქცევა სცადა , მაგრამ ძალა არ ეყო, დაბარბაცდა და ქოხიდან მხოლოდ სამიოდე ნაბიჯის გადადგმა  შეძლო.

ლელიამ ჩიკოს თვალი მოჰკრა და  სახეზე ხელები აიფარა:

-    რა გჭირს, ჩიკო! - წამოიძახა და ტირილით  მამისკენ გაიქცა. 

გიორგის მანქანა ჭიშკართან  გაეჩერებინა, საბარგული აეხადა და  სურსათ-სანოვაგეს აივანზე ეზიდებოდა.

ატირებულ ბავშვი რომ დაინახა გულგახეთქილი მისკენ გამოქანდა.

- მამიკო, ჩიკოს რაღაც სჭირს!- ამოიქვითინა ლელიამ და მამას ფეხებზე მოეხვია.

- ნუ გეშინია, წამოდი, ვნახოთ!- დაუყვავა მამამ და ჩიკოს ქოხისკენ წავიდა.

გიორგიმ ძაღლს მთელი ტანი დაუთვალიერა. მერე  რეზინის ხელთათმანი ჩაიცვა და პირში თითები გამოუსვა. ჩიკო ტკივილისგან საცოდავად ახრიალდა, მაგრამ პატრონის ხელს მაინც მორჩილად დაჰყვა.

- მეცხვარის ძაღლებთან უჩხუბია! აშვებული არ უნდა დაგვეტოვებინა !- დანანებით თქვა გიორგიმ და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა.

- როგორ გამხდარა, მამიკო, ფეხზე ვეღარ დგას! 

- ეტყობა საჭმელს ვერ ჭამდა, პური დავულბოთ და რბილი სალაფავი მივცეთ! ცხვირზე ჭრილობაც უნდა დავუმუშავოთ, თორემ  დაუჩირქდება!

გიორგიმ ტანსაცმელი გამოიცვალა, ქალაქიდან ჩამოტანილი ფქვილიანი ტომრები სათავსოში შეიტანა და სახლიდან გავიდა.

რამდენიმე ეზოს გადაღმა, დანგრეული კლუბის  გვერდით ვეტექიმის ოჯახი  ცხოვრობდა. მაგრამ ისინი ქობულოში მხოლოდ ზაფხულის ერთ თვეს  ატარებდნენ ,დანარჩენ დროს კი თბილისში ცხოვრობდნენ. რადგან  ვეტექიმის პოვნის იმედი არ ჰქონდა, გიორგიმ პირდაპირ სოფლის ამბულატორიას მიაშურა და ნათია ექიმის კაბინეტზე დააკაკუნა.

ნათია ექიმი , შვიდი წლის წინ ,ქობულოში თბილისიდან ჩამოვიდა. იგი ამ ხეობის ერთადერთი  იმედი და ნუგეში იყო. განსაკუთრებული მზრუნველობით კი ბავშვებისა და მოხუცების მიმართ გამოირჩეოდა და თავისი სათნო ხასიათით ყველას თავი შეაყვარა.

გიორგიმ  მას ჩიკოს  ამბავი უამბო!

- ბოდიშს გიხდით, რომ ძაღლის გამო გაწუხებთ, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს! ხომ იცით, ვეტექიმი სოფელში არ გვყავს ,   იქნებ გვირჩიოთ რამე?! ბავშვი ისე განიცდის,  რამე  რომ დაემართოს, ვერ გადაიტანს!

ნათია ექიმი გიორგის შეჰპირდა, ხვალ დილას მოვალ ,ძაღლს ვნახავ და ჩემს აზრს გეტყვითო.

ასეც მოიქცა.

მან ჩიკოს ჭრილობა თითის დადებით გასინჯა...შემდეგ ამბულატორიიდან წამოღებული ჩანთა გახსნა, ბინტი, წამლები და თერმომეტრი ამოიღო და ძაღლს სიცხე გაუზომა.

- ნაკბილარი  დაჩირქებულა, -თქვა ნათია ექიმმა, -თანაც, არც ზემოდან და არც პირის ღრუდან  ჩირქს გამოსასვლელი არ აქვს...ეს კი ცუდია,  რადგან შეიძლება ინფექცია მთელ ორგანიზმში გავრცელდეს...!  ჩიკოს  ქირურგი  და დაჩირქებული უბნის გაჭრა სჭირდება! ამის გარეშე არაფერი ეშველება!

- ეტყობა სიცხეც ამიტომ აქვს, -ჩაილაპარაკა გიორგიმ.

- სანამ ვეტექიმთან  წაიყვანთ , ანტიბიოტიკები გაუკეთეთ!- დაარიგა   ექიმმა.

გიორგიმ სტუმარი ჭიშკრამდე მიაცილა , რჩევისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურისკენ  შეფიქრიანებული  წავიდა. 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გახადეთ ბავშვი გამბედავი

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025